კომუნიკაციების ექსპერტი სოსო გალუმაშვილი პუტინის დღევანდელ წამოცდენებს აფასებს.
“პუტინის წამოცდენები აეროფლოტის ქალებთან შეხვედრის დროს.
ყველა ფრაზა აღებულია კრემლის ოფიციალური სააგენტო ტასი-დან
რა ჩანს აქ და რისი ამოკითხვა შეიძლება ამ ფრაზებიდან?
პუტინი აღარ არის თვითდაჯერებული - გარკვეული უკან დახევით ფიქრობს და არბილებს ყველა ფრაზას..
ერთ ადგილას ის ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა სრულიად გაანადგურა, შემდგე იხევს უკან და ამბობს - ნაწილობრივ
პუტინი რამდენჯერმე იმეორებს სიტყვებს: ვნახოთ, ალბათ, იმედი მაქვს.
პუტინი აღიარებს სანქციების ძალას - ადარებს მას ომის გამოცხადებას
პუტინს ისე არ უნდა ნატოსთან სამხედრო ესკალაცია, რომ არ ერიდება ღმერთის
მოხსენიება - ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ომი არ გამოგვიცხადესო
პუტინი უცხოეთთან მიმოსვლის აღდგენას უახლეს მომავალში არ ვარაუდობს და მისი პროგნოზიც ნეგატიურია — შეძლებისდაგვარადო
ჩემი აზრით, პუტინის გამოსვლები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობისთვის პროპაგანდისტული ხასიათის მესიჯებს შეიცავს, დაცლილია ოპტიმისტური ნოტებისგან და არ გამოვრიცხავ, რომ მისი ჩანაცვლება სხვა მოლაპარაკე თავებით უახლოეს 1 კვირაში მოხდება.“ —წერს სოციალურ ქსელში სოსო გალუმაშვილი.