კომუნიკაციების ექსპერტი სოსო გალუმაშვილი რუსეთში არსებულ პრობლემებს აჯამებს

კომუნიკაციების ექსპერტი სოსო გალუმაშვილი რუსეთში არსებულ პრობლემებს აჯამებს

access_time2022-03-23 12:15:59

კომუნიკაციების ექსპერტი სოსო გალუმაშვილი რუსეთში დღეს არსებულ პრობლემებზე წერს:


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.


„შემაგვიანდა ცოტა?

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ რუსი გროსმეიტერის დისკვალიფიკაცია მოახდინა, რომელმაც რუსეთის ომს მხარდაჭერა ღია წერილი გამოუცხადა. 

რუსეთმა იაპონიის სანქციების საწინააღმდეგოდ, განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებებს იაპონიასთან მე-2 მსოფლიო ომის შედეგებთან დაკავშირებით. 

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში მოუწოდა რუსეთის დუმას მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს ტაქსის მძღოლობას უცხოური მართვის მოწომობით. შოკია!!!

დიდი ბრიტანეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნულამდე დაყვანას აპირებს წლის ბოლომდე. 

Goldman Sachs და Barclays-მა რუსეთის ეკონომიკის პროგნოზები გააუარესეს.

რუსეთის მსხვილმა სავაჭრო ცენტრებმა (მოლები) დღეს მთავრობას მიმართეს დახმარების აღმოჩენისთვის.

რუსეთში Apple, Google, PayPal და სხვა პლატფორმების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა. მოქალაქეების უმრავლესობისთვის სერვისები უკვე ხელმიუწვდომელი გახდა.


ავსტრალიის მიერ გამოცხადებული სანქციების გამო, რუსეთში ბოქსიტებისა და ალუმინის ოქსიდების შეტანის აკრძალვის შედეგად, ალუმინის წარმოებას პრობლემები შეექმნა.

კომპანიებმა Nestle-მ (Nescafe, Gerber, Nesquik) და Unilever-მა (Domestos, Rexona, Calve) მომხმარებლები გააფრთხილეს, რომ ფასები მათ პროდუქციაზე აპრილიდან 45 პროცენტით გაიზრდება.

რუსეთის სადაზღვევო კომპანიები მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ ავტომობილების გატაცების რაოდენობა და შემთხვევები გაიზრდება, სათადარიგო ნაწილების დეფიციტის გამო.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით სამჯერ შემცირდეს ჯარიმის ოდენობა ვალუტის არაკოანონიერ გადამხურდავებლებზე.

ერთადერთი ბიზნესი, რომელიც ომის დაწყებიდან დღემდე მზარდია, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივი ბინადრობის შეთავაზებისა და სერვისების საემიგრაციო პლატფორმებია (იხ. Hello Move).

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P 15 აპრილიდან წყვეტს რუსეთის კომპანიების სარეიტინგო შეფასებას.

სბერბანკიდან Alipay-ს საფულეებზე თანხების გადარიცხვის სერვისი დღეიდან დაიხურა. ვერ დაიჭირავს სიკვდილსა ჩინური ალიფეიო, - ამბობენ ძველი ჰონკონგელები.

რუსეთის ხელისუფლებამ უცხოურ გამოცემებში სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების აღრიცხვაზე და გათვალსწინებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. განცხადებაში ეს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არის ახსნილი. შოკი #2.

სპიდომ კონტრაქტი გაუწყვიტა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ევგენი რილოვს, რომელიც პუტინის მხარდამჭერ მიტინგზე 18 მარტს გამოვიდა.

BNP Paribas წყვეტს კლიენტების მომსახურებას რუსეთიდან.

რუსეთს უკვე ჩამოართვეს 78 თვითმფრინავი, რომელიც სანქციების გამოცხადების დღიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ტრანსპორტის სამინისტრო სინანლუით აღნიშნავს, რომ სალიზინგო კომპანიებს გამოსყიდვის თხოვნით მიმართეს, მაგრამ პასუხი არ დაბრუნებიათ.

გუგლმა თანამშრომლების რუსეთიდან გაყვანა დაიწყო.

ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო ჯარიმებზე ფასდაკლების სისტემის ამოქმედებას აპირებს.

სიმენსმა რუსეთში მატარებლების მიწოდება შეწყვიტა.

რუსეთის ხელისუფლება გეგმავს მარკეტპლეისის შემნას რუსული აპლიკაციებისთვის ანდროიდის ბაზაზე. ვერ ეშვებიან გუგლს მაინც.

რუსული დუთიფრიები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.

მოსკოვის ბირჟამ აუკრძალა (!!!) ინვესტორებს ე.წ. ლიკვიდური აქციების ღირებულების შემცირებაზე თამაში.

ბარემ ფიქსირებული ფასი დაუწესოს. შოკი #3“,  წერს გალუმაშვილი სოციალურ ქსელში.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up