ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 2021 წელს 114 მილიონი ლარით გაიზარდა

ტელეკომ ოპერატორების შემოსავლები 2021 წელს 114 მილიონი ლარით გაიზარდა

access_time2022-06-01 17:00:00

კომუნიკაციების კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ტელეკომ ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი 1 267 მლნ ლარი იყო, 2020 წელს კი მათი ჯამური შემოსავლები 1 153 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.


2021 წელს საცალო მომსახურეობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 058 მლნ ლარი შეადგინა. საცალო შემოსავლებში როგორც ფიქსირებული ინტერნეტი, ისე მობილური, როუმინგული, ფიქსირებული სატელეფონო და მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები შედის.


მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალმა 2021 წელს 555 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2020 წელს მიღებულ საცალო შემოსავალზე 65 მლნ ლარით მეტია. საცალო შემოსავლებიდან 47% „მაგთიკომმა, 35% „სილქნეტმა, ხოლო 18% „ვიონი საქართველომ“ მიიღო.



რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებიდან მიღებულ საცალო შემოსავალს, ეს მონაცემი 2021 წელს, წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 294 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 47% „მაგთიკომმა, 34% „სილქნეტმა, 5% „სქაიტელმა და 4% „ახალლი ქსელების ჯგუფმა მიიღო. დანარჩენი 10% სხვა კომპანიებზე გადანაწილდა.


24%-ით გაიზარდა როუმინგული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი და 19.5 მლნ ლარი შეადგინა.


მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებულმა საცალო შემოსავლის წლიურმა ოდენობამ 129.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით - 8 მლნ ლარით მეტია.


2021 წელს წინა წლების მსგავსად კლება დაფიქსირდა ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაში, კერძოდ, 2021 წელს კომპანიებმა 2.4 მლნ ლარით ნაკლები - 27.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up