კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამარჯვებულები გამოავლინა

access_time2020-08-07 11:40:53

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!" რიგით მესამე დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა. მედიაწიგნიერების კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!", რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეების რეკორდულმა რაოდენობამ მიიღო. 185 მაღალი ხარისხის და საინტერესო ნაშრომიდან, მაღალი კონკურენციის პირობებში, კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს კი, სპეციალური პრიზი გადაეცა. გამარჯვებულებს კომუნიკაციების კომისიამ ულტრათანამედროვე პრიზები გადასცა.


კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ღონისძიებას მხოლოდ ჟიურის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი ნაშრომები თავად წარადგინეს. კონკურსის პირობების თანახმად, მოსწავლეებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია („Fake News"), რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და აქამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაედგინათ რეალური ფაქტები და ამბავი.


კონკურსში „ნამდვილი თუ მოგონილი?!" პირველი ადგილი ლაშა გულუაშვილმა დაიკავა, რომლის საკონკურსო ნაშრომშიც განხილულია Newpost.ge-ზე გამოქვეყნებული სტატია. სტატიის მიხედვით, ჩინურმა კომპანიამ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო სამუშაოების განხორციელების პროცესის შეფერხების გამო, 37 მილიონი დოლარის გადახდა სთხოვა. შეფერხების მიზეზი სამუშაოების ტერიტორიაზე მდებარე კერძო პირის საკუთრება გახდა, რომლის დანგრევაზე მესაკუთრემ უარი განაცხადა. ლაშა გულუაშვილმა სტატიით გავრცელებული ინფორმაცია ყველა სავარაუდო წყაროსთან გადაამოწმა, შესაბამისი დოკუმენტაცია მოიძია, ასევე, გადამოწმების მიზნით, დაკავშირება სცადა ინტერნეტ-გამოცემის რედაქციასთან, თუმცა უშედეგოდ. ჩატარებული მოკვლევის შედეგად, კონკურსანტმა დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ადგილის გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად iPhone 11 Pro გადაეცა.



მეორე ადგილზე მარიამ ნამიჭეიშვილი გავიდა, რომლის საკონკურსო ნამუშევარიც ყალბი ონლაინ გაყიდვების საიტებს და ფეიკ პროდუქციას ეხება. ნაშრომში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა ვებ-გვერდზე სხვადასხვა ფეიკ პროდუქციის რეკლამირების მიზნით, ერთი და იგივე მომხმარებლისა და „ექიმის" ფოტოები სხვადასხვა სახელებითა და გვარებით არის გამოყენებული. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ნაშრომის ავტორმა მოიძია შესაბამისი წყაროები, გამოიყენა გუგლის საძიებო სისტემა, კრიტიკულად შეაფასა ინფორმაცია და დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. მარიამ ნამიჭეიშვილს კომუნიკაციების კომისიისგან უახლესი მოდელის iPad გადაეცა.


მესამე ადგილის მფლობელი ნენე ჟვანია გახდა, რომლის საკონკურსო ნაშრომში განხილულია Euronews.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია სათაურით "5G-ის ანტენების მიმდებარედ ფრინველები იხოცებიან?" გამოქვეყნებული სტატია, ისევე როგორც ამ საკითხთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია, - თითქოს 5G ტექნოლოგია მართვის, თვალთვალის, კონტროლისა და ხელოვნური ინტელექტის სამართავი საშუალებაა, „მეცნიერების დასკვნის" საფუძველით ვრცელდება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კონსპირაციულ თეორიას და ინფორმაციის სიყალბეს ნაშრომის ავტორი სწორედ მეცნიერთან გადამოწმების საფუძველზე და ინფორმაციის კრიტიკული შეფასებით ადასტურებს. ნენე ჟვანიამ მესამე საპრიზო ადგილისთვის კომუნიკაციების კომისიისგან Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი მიიღო.


ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა ჰასმიკ ბაღდასარიანს, რომლის საკონკურსო ნაშრომი ეხება კორონა ვირუსთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა ტიპის ყალბ ინფორმაციას, მათ შორის, შესაძლებელია თუ არა განმეორებითი ინფიცირება, როგორ ხდება ვირუსის გადაცემა, მოქმედებს თუ არა 5G ტექნოლოგია, ან ამინდი ვირუსზე და სხვა. ნაშრომის ავტორმა აღმოაჩინა, რომ ეს მოსაზრებები არ ეფუძნება წყაროებს და ფაქტების გადამოწმებით თავად დაადგინა, რომ გავრცელებული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება. ჰასმიკ ბაღდასარიანს კომუნიკაციების კომისიისგან iPhone SE გადაეცა.


კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!" კომუნიკაციების კომისიამ და მედიააკადემიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით უკვე მესამედ ჩაატარა. კონკურის პარალელურად, კომისიამ ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, თბილისისა და რეგიონების სკოლებში სასწავლო სესიები ჩაატარა. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, მოზარდებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მოსწავლეებს საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up