კონგო, ბოტსვანა და ანტარქტიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტურისტული მიმართულებების ათეულში ლიდერობენ

კონგო, ბოტსვანა და ანტარქტიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტურისტული მიმართულებების ათეულში ლიდერობენ

access_time2023-01-06 16:10:47

კონგო, ბოტსვანა და ანტარქტიდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტურისტული მიმართულებების ტოპ-10-ში ლიდერობენ.

როგორც Travel Off Path სამოგზაურო დაზღვევის პორტალ Squaremouth-ის ანალიტიკაზე დაყრდნობით წერს, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ტურისტული ადგილების ტოპ ათეულში ბევრისთვის საკმაოდ მოულოდნელი ქვეყნები შევიდნენ.

 

 

„როდესაც ფიქრობთ ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქებზე, ჩვეულებრივ, გახსენდებათ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი, ჟენევა და ციურიხი, მაგრამ შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ვებსაიტ Squaremonth-ზე, სამოგზაურო დაზღვევის შედარებების მიხედვით, ეს ქალაქები ყველაზე ძვირადღირებულთა ათეულში არც კი შედიან“, - წერს გამოცემა.

 

 

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია ინდივიდუალური მოგზაურის სრულფასოვანი სამოგზაურო პაკეტის გათვალისწინებით, რომელიც ორიენტირებული მდიდარ ტურისტებზე.

 

1. კონგო. ინდივიდუალური მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $32,420. კონგო არ არის ტურიზმისთვის შექმნილი ქვეყანა და აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა განუვითარებელი ინფრასტრუქტურაა, რომელიც ტურისტებს ადვილად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. ტურისტები მზად უნდა იყვნენ დიდი ხარჯებისთვის, დაწყებული მანქანების მუდმივი შეკეთების საჭიროებით, საწვავის მაღალი ფასებით, მაღალი გადასახადებით და ძვირადღირებული საცხოვრებელი სახლებით, დამთავრებული თვითმფრინავებითა და ნავების მაღალი ფასებით.

 

 

2. ბოტსვანა. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $17,754, ის საფარის მოყვარულთა საოცნებო დანიშნულების ადგილია. ამ ქვეყანაში საცხოვრებლის ფასები საკმაოდ მაღალია. ბოტსვანაში კემპინგი ერთი ღამე საშუალოდ $2000 ღირს.

 


 

3. ანტარქტიდა. მოგზაურობის საშუალო ღირებულება $17731-ია. იმის გათვალისწინებით, რომ ანტარქტიდაში კრუიზის საშუალო ღირებულება დაახლოებით $8000 შეადგენს ერთ ადამიანზე და ძვირადღირებული მოგზაურობები $15000 დოლარს აღწევს, ადვილი გასაგებია, თუ რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მიმართულება მოსანახულებლად. დისტანციური სიშორის გამო, ანტარქტიდა, ალბათ, ის ადგილია, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოინახულებთ, ამიტომ მოგზაურები ამ განსაკუთრებულობაზე უარს არ ამბობენ.

 

 

4. ზიმბაბვე. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $14,394. ეს არის აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც მოიპოვა კარგი რეპუტაცია მოგზაურებისთვის ველურ ბუნებასთან ახლო კონტაქტის შეთავაზებით. ზიმბაბვე მოგზაურებს სთავაზობს ექსკლუზიურობას, კონფიდენციალურობას, უამრავ სივრცეს და უნაკლო მომსახურებას მაღალი ფასის გასამართლებლად.

 

 

5. ტანზანია. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $13,245. საფარები ტანზანიაში საკმაოდ ძვირია, პარკში შესვლის საფასურის გამო, რომელიც ბევრად აღემატება აფრიკის სხვა პარკებში შესვლის ღირებულებას. საცხოვრებლის ფასები მაღალია, კემპინგებში ორადგილიანი ოთახები ერთი ღამით დაახლოებით $600-$800 ღირს, მაგრამ არსებობს მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობაც, რომლის მონახულებაც ღირს.

 

 

6. სამხრეთ გეორგია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $12,875. ეს შორეული კუნძულები, რომლებიც მდებარეობს  ატლანტის ოკეანის სამხრეთში, არის ბრიტანეთის საზღვარგარეთის ტერიტორიის ნაწილი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი ანტარქტიდაში. ვინაიდან ტერიტორია საკმაოდ იზოლირებულია, ვიზიტორებმა ზღვით უნდა ჩავიდნენ  და ჰქონდეთ  ნებართვა. ამ ადგილის სანახავად ყველაზე პოპულარული საშუალება - საკრუიზო გემი ან იახტაა, რაც შეიძლება ძალიან ძვირი დაჯდეს.

 

 

7. მარშალის კუნძულები. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $12,405. წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულზე ფრენები ძალიან ძვირია. კუნძული პოპულარულია სამოგზაურო პაკეტებით, რომლებიც მოიცავს all-inclusive სისტემაში ჩართულ კურორტებს ან სასტუმროებს, ფრენებით და ამიტომ მოითხოვს უფრო მაღალ წინასწარ შენატანს. სხვა შემთხვევაში, დაბინავება და გადაადგილება შედარებით იაფია, ტაქსი 1,28 დოლარი ღირს კილომეტრზე.

 

 

8. კენია. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $11,575. კენიას აქვს უფრო განვითარებული ტურისტული ინდუსტრია, ვიდრე მის აფრიკელ მეზობლებს, ამიტომ ფასები სხვადასხვაა იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა  საცხოვრებელი ველურ ბუნებასთან, ეს გამიზნულია მდიდარ ტურისტებზე.

 

 

9. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $10,652. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ითვლება აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად, ტურიზმის ძალიან დაბალი დონით მისი პრობლემური ისტორიის გამო. ვინაიდან ქვეყანა არ არის განკუთვნილი ტურისტებისთვის, ქვეყანაში მოგზაურობა შეიძლება იყოს ლოჯისტიკურად რთული და ამ შემთხვევაში ორგანიზებული ტურები ყველაზე საუკეთესო და ამავე დროს ყველაზე ძვირადღირებული გზაა.

 

 

10. მონაკო. მოგზაურობის საშუალო ღირებულებაა $10,247. როგორც მდიდართა და ცნობილთა სათამაშო მოედანმა, მონაკომ ექსტრავაგანტური ადგილის რეპუტაცია მოიპოვა, რომლის მონახულებაც შეზღუდული ბიუჯეტით არ არის სასურველი, საცხოვრებლის ფასები საშუალოდან ძვირამდე მერყეობს, მდიდრულ სასტუმროში საშუალო ღამისთევა თითქმის $800 დაგიჯდებათ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up