კონგრესმენები “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ

კონგრესმენები “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ

access_time2021-11-21 18:30:18

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი და კონგრესის უკრაინის ჯგუფის თანათავმჯდომარე მერსი კაპტური რუსული მილსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ისინი გერმანიის ტერიტორიაზე სამუშაოდ პროექტის განმახორციელებლის მიერ ახალი კომპანიის შექმნას და გერმანიის მარეგულირებლის მიერ მილსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას ეხმაურებიან.

კონგრესმენები მაკქოლი და კაპტური “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების თაობაზე საკანონმდებლო დონეზე ცვლილებების ავტორებიც კი იყვნენ. პალატამ თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ამ ახალი სანქციების გათვალისწინებით სექტემბერში დაამტკიცა და ახლა ის დამტკიცების პროცესს სენატში გაივლის.

“კრემლის მიერ მართული “Nord Stream 2 AG”-ის მცდელობა, რომ ზედაპირული რესტრუქტურიზაცია მოახდინოს და ევროკავშირის რეგულაციები ამით თავიდან აიცილოს, ვერავის გაასულელებს და მოატყუებს. რუსეთის მავნე გავლენა ამ მილსადენის პროექტზე ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეჩერდეს და არა მხოლოდ გადაიდოს. განგრძობითი საფრთხე კიევისა და ჩვენი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ არ უნდა იყოს შეწყნარებული, კონკრეტულად კი რუსული შეიარაღებისა და სამხედრო პერსონალის მობილიზება უკრაინის საზღვრებთან”, – ვკითხულობთ კონგრესმენების განცხადებაში.

მათივე განმარტებით, “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მილსადენის ოპერაციონალიზაციას ხელს შეუშლის და კრემლის მიერ ევროპის ენერგო ბაზრებზე კონტროლს შეამსუბუქებს. ევროპა კი კრემლის მიერ წარმოებული გაზის კრიზისის წინაშეა. “ახლა სასწორზე ჩვენი ტრანსატლანტიკური მოკავშირეების უსაფრთხოება დევს და სენატს აქვს პასუხისმგებლობა, რომ იმოქმედოს”, – წერენ კონგრესმენები.

სამშაბათს გერმანიაში მარეგულირებელმა უწყებამ ​განაცხადა, მან რომ შეაჩერა მილსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ სერტიფიცირების პროცედურა. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული სახელმწიფო კომპანიის, “გაზპრომის” პროექტია და ის ბალტიის ზღვის გავლით, გერმანიას რუსულ გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.


„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შედგება ორი პარალელური გაზსადენისგან, რომელიც 1 230 კილომეტრზეა გადაჭიმული. ის რუსეთის არქტიკულ ბუნებრივ აირს გერმანიაში ჩაიტანს, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით. ეს კიევს სატრანზიტო შემოსავლების სახით, სულ ცოტა, 2 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. მილსადენს აქვს შესაძლებლობა გერმანიას წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ეს უკრაინაზე გამავალ დღევანდელ ტრანზიტს სრულად აანაზღაურებს და ჩაანაცვლებს.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა წლის დასაწყისში დასრულდა, თუმცა ჯერჯერობით ის არ ფუნქციონირებს. ამ პროექტს შეერთებული შტატები და უკრაინა წლებია ეწინააღმდეგებიან. ევროპაში გაზის მიწოდების შეზღუდვასთან ერთად, პროექტისკენ კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა მიმართული.


წყარო: “ამერიკის ხმა”





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up