„კონკრეტულ კომპანიებს საფასო კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნული საცალო ბაზარზე სათანადოდ არ ასახულა“

„კონკრეტულ კომპანიებს საფასო კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნული საცალო ბაზარზე სათანადოდ არ ასახულა“

access_time2022-08-16 16:00:41

კონკურენციის სააგენტო საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად მოკვლევას იწყებს, რისი მიზანიც იმის დადგენაა, ხომ არ აქვს მსხვილი კომპანიების მხრიდან ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას.



კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და საწვავის ბაზრის მონიტორინგის 2022 წლის იანვარ-ივლისის პერიოდის ფარგლებში მიღებული შედეგების შესაბამისად მოკვლევას დაიწყებს.
მოკვლევის მიზანია გავარკვიოთ, განსაკუთრებით მსხვილი კომპანიების მხრიდან, აქვს თუ არა ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას. ჩვენ მიერ წარმოდგენილ 2022 წლის 7 თვის მონიტორინგის ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ კონკრეტულ კომპანიებს საფასო კონკურენტული უპირატესობა გააჩნდათ, თუმცა აღნიშნული საცალო ბაზარზე სათანადოდ არ ასახულა. ამ კუთხით მეტი გამჭვირვალობის შეტანა და საზოგადოების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არის მოკვლევის მიზანი და მთავარი ამოცანა.



მონიტორინგის ფარგლებში მიღებული შედეგების თანახმად რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში იმპორტის დონეზე და რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობის თვითღირებულების გათვალისწინებით კონკრეტულ კომპანიებს გააჩნდათ ფასში კონკურენტული უპირატესობა, თუმცა აღნიშნული ასახვა საცალო ბაზარზე სათანადოდ არ მომხდარა“, - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.



მისი თქმით, ბოლო ერთი კვირაა, საქართველოში, საწვავის ბაზარზე გაიაფების ტენდენციები დაწყებულია, თუმცა ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის შემცირების ტრენდის გათვალისწინებით კლება აგვისტოშიც გაგრძელდება.




შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მან რეკომენდაციით მიმართა კონკურენციის სააგენტოს, დაიწყოს მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა.



„გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.



მისი თქმით, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები უკვე შეხვდნენ საწვავის იმპორტიორებს.



„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საწვავის ფასებს საქართველოში. მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან. მე დღეს დილით მქონდა საუბარი მათთან. იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ქვევით წამოვიდა ფასები. ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ განცდა იმისა, რომ შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა საწვავის ფასებმა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ, საჭიროა, უფრო გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან. მე რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების დაცვა და ხომ არ არის რაიმე გადახრა და კეთილსინდისიერების დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისში, ასევე აგვისტოში დააკლეს 10-10 თეთრით. კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ლარი იყოს სტაბილური და მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან გამყარდა ეროვნული ვალუტა. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ იმპორტიორებს, რომ უფრო მეტი კოორდინაცია იქონიონ მთავრობასთანაც და მეტი კომუნიკაცია ჩვენს ხალხთან. ამიტომ, ამ საკითხს ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან ერთად დავაკვირდებით და მოგვიანებით კიდევ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით ჩვენს ხალხს, - განაცხადა პრემიერმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up