კონკურენციის და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი ეჭვის ქვეშ დადგა - რას ცვლის ახალი ჩანაწერი მიკრობანკების კანონპროექტში?

კონკურენციის და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინი ეჭვის ქვეშ დადგა - რას ცვლის ახალი ჩანაწერი მიკრობანკების კანონპროექტში?

access_time2022-07-20 13:00:04

მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში განხილვებსა და დამტკიცებას ელოდება. მისი მიღების შემდეგ, ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის კიდევ ერთი რგოლი გაჩნდება, რომელთაც როგორც დეპოზიტების მიღება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა შეეძლებათ. თუმცა, დამტკიცებამდე ფინანსთა სამინისტრომ სესხების გაცემის კუთხით ცვლილებების შეიტანა, რომლის მიხედვითაც მიკრობანკებს დაკრედიტება მხოლოდ ლარში შეეძლებათ.


მიკობანკებად გარდაქმნის მსურველი მიკროსაფინანსოები აღნიშნულ ცვლილებას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ასეთ ვითარებაში დაპირებული საპროცენტო განაკვეთების შემცირებასა და კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შესვლაზე საუბარი ზედმეტია.


„ლაზიკა კაპიტალის“ ხელმძღვანელი ბესო შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მიკრობანკების სტატუსის მიღება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სხვადასხვა მიმართულებით მეტ შესაძლებლობას მისცემს, მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ფინანსურ სექტორში გაზრდის კონკურენციას და ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, უკვე ეჭვს ქვეშ დადგა.


„პირველ ვერსიაში, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად გავიარეთ ეს ჩანაწერი არ არსებობდა და ის უკვე ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით შეიცვალა. სიახლე, ბევრ რამეს შეცვლის, მაგალითად მთავარი რისი მოლოდინიც იყო, რომ გაიზრდება კონკურენცია და საბოლოოდ აისახება მომხმარებელზე იმ მხრივ, რომ შემცირდება საპროცენტო განაკვეთები, უკვე ეჭვის ქვეშ დგას. ჩვენთვის მიუხედავად იმისა, სტატუსი რა გვექნება, ჯერჯერობით ლარის წარმოშობის ძირითადი წყარო არის ადგილობრივი კომერციული ბანკებისგან მიღებული სესხები ან ფორვარდული გარიგებები, შესაბამისად გამოდის, რომ კომერციულ ბანკებთან ვიქნებით კონკურენციაში 4-5%-ით უფრო ძვირი ლარით. აქამდე მცირე დიაპაზონში, 30-40 ათასიანი სესხის შემთხვევაში ვახერხებთ კონკურენციის გაწევას, მაგრამ როცა 100 ათას ლარზე მეტ თანხებზეა საუბარი, დაბალი საპროცენტო განაკვეთები არ გამოვა.



მართალია ვფიქრობ, რომ კანონპროექტი მიმზიდველია და მისო-ებმაც უკვე გამოთქვეს მიკრობანკად ტრანსფორმაციის სურვილი, თუმცა ეს სიახლე ბევრ რამე შეცვლის და ვიმედოვნებთ, რომ სხვა მსგავსი ცვლილებები აღარ იქნება.  ამ ჩანაწერით მიკრობანკებსა და ბანკებს შორის კონკურენციის და საპროცენტო განაკვეთების შემცირების მომენტი ეჭვის ქვეშ დადგა“,  აღნიშნავს ბესო შენგელია.


ცნობისთვის, მიკრობანკების საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დაწყება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემულ რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც ბანკებსა და მისო-ებს შორის ბაზარზე შუა რგოლის გაჩენა კონკურენციას გაზრდის და საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.


მიკრობანკების რეფორმა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე, ფინანსური სერვისის მიწოდებაზე. ამ სფეროში აქტიურები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რეფორმის შემდეგ მათ შეეძლებათ უფრო სრულყოფილი სერვისები მიაწოდონ მათ შორის საგადახდო სერვისები, მიმდინარე ანგარიშები, მიიღონ დეპოზიტები და ასევე სესხების ლიმიტებიც გაეზრდებათ.


კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკის დაფუძნებისთვის საჭირო კაპიტალი 10 მლნ ლარია, მათი სასესხო პორტფელის 70% კი ბიზნეს ან სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული სესხები უნდა იყოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვალდებულებებისა, სესხის გაცემის ლიმიტი 1 მლნ ლარამდე იზრდება, რაც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების შესაძლებლობას მისცემს. დაკრედიტება უცხოურ ვალუტაშიც იქნება შესაძლებელი, რისი უფლებაც აქამდე მისო-ებს თითქმის არ ჰქონდათ. კანონპროექტის მიხედვით, მიკრობანკებს დეპოზიტების განთავსების უფლებაც ენიჭებათ. მიკრობანკები დეპოზიტების მიღებას, ანგარიშების გახსნას და მომხმარებლებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევასაც შეძლებენ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up