კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წელს აჯამებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2021 წელს აჯამებს

access_time2022-02-02 13:20:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს, 5 მოკვლევის საქმე და 1 ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. ინფორმაციას კონკურენციის სააგენტო ავრცელებს.


მომზადდა კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების 1 ანგარიში. ასევე, 3 კონცენტრაციაზე გაიცა თანხმობა. საანგარიშო პერიოდში, გაცემული იქნა ჯამში 14 რეკომენდაცია, მათ შორის - 13 ფარმაცევტული ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაჯანსაღების მიმართულებით.



„2021 - პანდემიური წლის მიუხედავად, კონკურენციის ეროვნული სააგენტომ არაერთი მიმართულებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. განახლებული კანონმდებლობის ფარგლებში, კიდევ უფრო გააქტიურდა თანამშრომლობა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან და შესაბამისად გაძლიერდა კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა. გასულ წელს დავასრულეთ 5 მოკვლევა, საიდანაც 3 საქმე ეხებოდა - არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო ფაქტს. ორ მათგანში დარღვევა დადგინდა: 1. მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედ 2 მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრა და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალა. 2. კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის სფეროში მოქმედ კომპანიას დაევალა სარეკლამო პოლიტიკის წარმოება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკის გარეშე და 3. ორი ტურისტული კომპანიის დავაში დარღვევა არ დაფიქსირდა.



2021 წელს, წარმოებული მოკვლევებიდან, მეოთხე ქეისი შეეხებოდა კომპანიებს შორის შეთანხმებული ქმედების გამოვლენას, რომლებიც კონკრეტული მუნიციპალიტეტის ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას. საქმისწარმოება მიმდინარეობდა 7 კომპანიის მიმართ. 4 კომპანიის შემთხვევაში ფაქტი დადასტურდა და შესაბამისი სანქციები დაეკისრათ. მეხუთე ქეისი შეეხებოდა - სახელმწიფო უწყების მხრიდან გამოცხადებულ ტენდერში კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს. დარღვევა არ დადასტურდა, თუმცა კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაცია.
ამავე პერიოდში, 3 საქმის შემთხვევაში სააგენტომ დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, სააგენტოს შეფასებით, 1 საქმეში - არ დაფიქსირდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; მეორე საჩივართან მიმართებით - სატენდერო დოკუმენტაციის კონკურენციის კანონმდებლობასთან შეუსაბამობა და 3 საკითხთან დაკავშირებით - სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენება“ - აცხადებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.




სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს 2 საქმის მოკვლევის პროცესი: 1. სათარჯიმნო სექტორში - დომინატური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, და შეთანხმებული ქმედების ფაქტის გამოვლენაზე; 2. სადაზღვევო/ჰოსპოტალურ სექტორში არასამართლიანი სავაჭრო პირობების დადგენაზე. ასევე, მიმდინარე რეჟიმშია - 3 საქმის განხილვა ბაზრის სხვა მარეგულირებლებთან ერთად: სემეკთან - ჰიდროელექტროსადგურისთვის წყლის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით; კომუნიკაციების კომისიასთან ერთად - სატელევიზიო არხების ტრანსლირების საფასურთან დაკავშირებით და ეროვნულ ბანკთან - საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით საგადახდო მომსახურების ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის მიზნით.



„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2021 წელს, დაასრულა ფარმაციის ბაზრის მონიტორინგი. წარმოდგენილი იქნა ბაზრის ფაქტორივი მონაცემები და შეფასებები. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გაიცა: პირველი რიგის - 11 და მეორე რიგის - 2, სულ 13 რეკომენდაცია. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების და ქვეყანაში ბაზრის სტრუქტურის, ასევე საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანია - მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება.  საანგარიშო პერიოდში, 2 კონცენტრაციაზე გავეცით თანხმობა: საყოფაცხოვრებო ნივთების ვაჭრობის სფეროში და წასახემსებელი პროდუქტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების მიერ დაგეგმილ გაერთიანებაზე. ასევე, განვიხილეთ 1 განხორციელებული კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობა, რომელიც სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, კომპანია დაჯარიმდა და კონცენტრაცია იქნა დადასტურებული. საკითხი ეხებოდა გათბობისა და შესაბამისი წყალგაყვანილობის, მათთან დაკავშირებული სისტემების ბაზარს. ამავე პერიოდში სააგენტომ რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების მიერ, 2021 წელს, განხორციელებული სულ 21 423 კონცენტრაცია განიხილა. მათ შორის, გამოვლინდა 5 კონცენტრაცია, რომელიც სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა და კომპანიების მიმართ დაწყებულ იქნა შესაბამისი საქმისწარმოება“, - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.



სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგს აგრძელებს. ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიმდინარე პროცესების და შიდა ბაზარზე არსებული ტენდენციების შეფასების მიზნით, 2021 წელს კვარტალური შუალედური ანგარიშები გამოქვეყნდა და ეს პროცესი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ასევე შერჩეული იქნება ახალი ბაზრები, სადაც სააგენტო მონიტორინგს განახორციელებს. ამ დროისთვის, მიმდინარე რეჟიმშია 16 სასამართლო საქმე. 2014 წლიდან - დღემდე დასრულდა 9 სასამართო საქმე და სააგენტოს გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაში შევიდა.
2022 წელს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერება, დემპინგის პრევენციის მიმართულებით ბიზნეს კომპანიებთან აქტიური მუშაობა, პარლამენტის მიერ მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონპროექტის მიღების შემდეგ - მისი აღსრულებისთვის უწყების მომზადება იქნება. განახლებული კანონმდებლობის და ახალი ფუნქციების ფარგლებში, უწყება, 2022 წელს - ახალ საორგანიზაციო და საკომუნიკაციო სტრატეგიას მიიღებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია კონკურენციის სააგენტოს რებრენდინგი.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up