კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის 6 თვის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო 2022 წლის 6 თვის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

access_time2022-07-27 11:40:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ „კომერსანტს“ სააგენტოდან აცნობეს.


როგორც ანგარიშშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში, დარღვევის ორ შესაძლო ფაქტზე სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ერთ საქმეზე კი მოკვლევა უკვე დასრულებულია. საქმე სადაზღვევო/ჰოსპიტალურ სექტორში მოქმედი კომპანიების მიერ დაწყებულ დავას ეხება, სადაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგად, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი არ დადასტურდა. ამის მიუხედავად, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სავალდებულოდ განსახილველი რეკომენდაციები გაიცა.


მოკვლევა დაწყებულია ადმინისტრაციული უწყების მხრიდან შესაძლო დარღვევისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე. ამას გარდა, კვლავ მიმდინარეობს სათარჯიმნო სექტორში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და შეთანხმებული ქმედების გამოვლენის მიმართულებით დაწყებული მოკვლევა.


საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული 6 თვის ანგარიში საქართველოში სხვადასხვა კომპანიების შერწყმა/გაერთიანებასაც ეხება. ანგარიშის თანახმად, 2022 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქვეყანაში 9123 კონცენტრაცია დარეგისტრირდა.


როგორც საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სააგენტომ ფარმაცევტული, საწვავის და შუშის ნარჩენების შეგროვება/გადამუშავების ბაზრების მონიტორინგი განახორციელა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.



შეგახსენებთ, 2022 წლის 29 მარტს, საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი დაამტკიცა, რომელიც 1 ივნისს ძალაში შევიდა. განაცხადების მიღებას, განხილვას და დარღვევებზე რეაგირებას სააგენტო 1-ელი ნოემბრიდან დაიწყებს. კანონის მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნას მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია.


ანგარიშში საუბარია დაძმობილების, ე.წ. Twinning-ის 2 წლიან პროექტზეც, რომელიც სააგენტომ 1 ივნისიდან დაიწყო. პროექტი კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე და მომხმარებელთა უფლებებზეა ფოკუსირებული. კონკურენციის სააგენტოს კონსულტაციებს ავსტრიის და ლიეტუვის კონკურენციის უწყებები გაუწევენ.


საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს სასარგებლოდ, სხვადასხვა ინსტანციაში 3 სასამართლო დავა დასრულდა. მიმდინარე წელს 2 კომპანიას ჯამში 60 000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.


2022 წლის 6 თვის ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის ეროვნული სააგენტო აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე გამართულ ღონისძიებებში. კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაშინგტონში - აშშ-ს ადვოკატთა ასოციაციის (ABA), ბერლინში - კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) და ბუდაპეშტში -OECD-GVH-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.


ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ევროკავშირის სახელით, პროექტში „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში" აქტიური თანამონაწილეობისთვის, სააგენტოს სპეციალური ჯილდო გადაეცა. ამავე პერიოდში, უწყების რებრენდინგიც განხორციელდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up