კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვასთან მიმართებით ბიზნესასოციაციებთან შეხვედრას მართავს

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვასთან მიმართებით ბიზნესასოციაციებთან შეხვედრას მართავს

access_time2022-10-05 12:30:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოქმედ ბიზნესასოციაციებთან შეხვედრას მართავს. სააგენტოს ინფორმაციით, თემა ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონს და პროცედურულ საკითხებს საჩივრის მიღების, განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების წესებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა იქნა წარმოდგენილი.


შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა და პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.


,,კანონი უკვე ძალაშია და მის აღსრულებას 1-ელი ნოემბრიდან ვიწყებთ. უკვე მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, დავამტკიცეთ კანონქვემდებარე დოკუმენტაცია. ევროპელი პარტნიორების მხადაჭერით, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. დღის წესრიგის შესაბამისად, სასწავლო ტურები ავსტრიასა და ლიეტუვაში ჩანიშნულია. ჩვენი მიზანია, ვუზრუნველყოთ კანონის ეფექტური აღსრულება, რადგან, ერთის მხრივ, მომხმარებელთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და, მეორეს მხრივ, მოვაჭრეები მაქსიმალურად მომზადებულები, რომ დარღვევები თავიდან ავირიდოთ.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ


5 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.



შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს, „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, კანონქვემდებარე აქტის და აღსრულების მექანიზმების შესახებ ინფორმაცია - კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ამათი ამაროვმა მიაწოდა.


შეხვედრა კითხვა-პასუხის, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს და იმსჯელეს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის, არსებული გამოცდილების, გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ.


Twinning-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ, შეხვედრის ფარგლებში, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ პრეზენტაცია წარადგინა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2 წლის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების მიმართულებით არის დაგეგმილი.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up