კონკურენციის სააგენტომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა

კონკურენციის სააგენტომ „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა

access_time2022-04-15 11:40:00

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „ჯეო ჰოსპიტალსის მიერ „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკურის“ 100%-იანი წილის შეძენაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


„სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსალოდნელი კონცენტრაცია (გაერთიანება/შერწყმა) კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია. შესაბამისი ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.


ბაზარზე მოქმედი 58 ეკონომიკური აგენტისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა რომ სტაციონარულ დონეზე - ბაზრის მოცულობა შეადგენს 1 126 838 216 ლარს, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) არის - 413, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარს ნიშნავს.



ამბულატორიულ დონეზე - ბაზრის მოცულობა შეადგენს 427 251 439 ლარს. HHI - ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი არის - 646, რაც ასევე დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამისად, ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად სტაციონარულ და ამბულატორიულ დონეზე ბაზარი უმნიშვნელოდ მსხვილდება.


სტაციონარული დონეზე დღეს ყველაზე მსხვილ ეკონომიკური აგენტს საქართველოში „ევექსის ჰოსპიტლები“ წარმოადგენს, ხოლო ამბულატორიულ დონეზე ყველაზე მსხვილ ეკონომიკურ აგენტად „ავერსის კლინიკა“ ფიქსირდება.


კონკურენციის კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში შეთანხმებას ექვემდებარება გაერთიანება, თუ ორი კომპანიის ერთობლივი ბრუნვა 20 მლნ ლარს აღემატება და თითოეულის არანკლებ 5 მლნ. ლარია. სააგენტოს გვერდის ავლით გაერთიანება გულისხმობს 5%-მდე საჯარიმო სანქციას შემსყიდველის მიმართ. კონცენტრაციის საფასური 5000 ლარს შეადგენს.


2021 წელს, ქვეყანაში სულ 21 423 კონცენტრაცია განხორციელდა. 2 კონცენტრაცია შედგა სააგენტოსთვის წინასწარი შეტყობინებით. ერთი კონცენტრაცია (გაერთიანება) წინასწარი შეტყობინების გარეშე, ეკონომიკურ აგენტს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრა. საკითხის შესწავლის შემდეგ გაიცა თანხმობა. ამ ეტაპზე, შესწავლის რეჟიმშია - მშენებლობის და სამშენებლო მასალების ვაჭრობის ბაზარზე მოქმედი ორი კომპანიის გაერთიანება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up