კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 7–დან 5 ბაზრის მონიტორინგი და 1 მოკვლევა დაასრულა

კონკურენციის სააგენტომ 2020 წელს 7–დან 5 ბაზრის მონიტორინგი და 1 მოკვლევა დაასრულა

access_time2020-07-10 14:28:49

აქართველოს კონკურენციის სააგენტომ 6 თვის ანგარიში წარადგინა. 2020 წლის პირველ ნახევარში, მიმდინარე 7 მონიტორინგიდან - დასრულდა 5 ბაზრის შესწავლა, მათ შორის – ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების ბაზრის მონიტორინგი; საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტების ბაზრის სექტორული მონიტორინგი; ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრის მონიტორინგი; ავტოდაზღვევის (CASCO) ბაზრის მონიტორინგი; ხორბლისა და პურპროდუქტების ბაზრის მონიტორინგები. უწყების დაკვირვების ქვეშ რჩება 2 მონიტორინგი - ფარმაცევტული და საავტომობილო საწვავის ბაზარი. კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, გაიცა 1 რეკომენდაცია.


ამავე პერიოდში, დასრულდა ერთი მოკვლევა „ჯევერს დეველოპმენტის“ საქმეზე და დადგინდა დონიმირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. კომპანიას დაეკისრა კანონით გათვალისწინებული ფინანსური სანქცია და შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მიეცა შესაბამისი რეკომენდაცია.


მიმდინარეა 3 - ჯ და აუდიტ სერვის ჯგუფის, სადაზღვევო კომპანია უნისონის და ჯი-თი მოტორსის საქმეებზე შესწავლის პროცესი. ამასთანავე, 3 საკითხზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.


2020 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, სასამართლო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე - სხვადასხვა ინსტაციებში.


მომზადდა და გამოიცა 2 დოკუმენტი: პირველი – საავტომობილო საწვავის მონიტორინგის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მაისის შუალედური მიმოხილვა - COVID 19–ის პანდემიამ ნავთობის გლობალური ბაზრის მკვეთრი მერყეობა გამოწვია, გაანალიზდა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინებით მისი გავლენა ადგილობრივ ბაზარზე. შეფასებისას გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი – მსხვილი ქსელური და მცირე ქსელური კომპანიები ადეკვატურად რეაგირებდნენ გლობალურ ფასებზე და ბოლო წლებში, აღნიშნულ ბაზარზე, კონკურენცია გაზრდილია.


და მეორე - სადაზღვევო სექტორში, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონკურენტულ გარემოზე ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადაზღვევო სექტორის საქმიანობის მაჩვენებლებზე დადებითად აისახა და კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგრძელებინათ კანონმდებლობით მინიჭებული საქმიანობა და თავისუფლად გაეცათ სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სავალდებულოდ გამოსაყენებელი საბანკო გარანტიები.


კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო მიმართულებით, სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიის ჩართულობით, განხორციელდა 30-ზე მეტი აქტივობა. ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით, მომხმარებელს წარედგინა სააგენტოს ახალი ვებ-გვერდი, სადაც სრულად არის განთავსებული უწყების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.



საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს 4 კანონპროექტის განხილვა, რომლის მიხედვითაც ძლიერდება კონკურენციის სააგენტოს ფუნქციები, ასევე ხდება ახალი კომპეტენციებით აღჭურვა.


პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილებების თანახმად, რეგულირდება - სააგენტოს უფლებამოსილებები და პროცედურული საკითხები, ასევე რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პოლიტიკა, შერწყმების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, ხდება სააგენტოს მართვის სტრუქტურის ცვლილება. განხილვაშია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებების კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს უერთდება.


მესამე მოსმენით განხილულ იქნა - „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების გათვალისწინებით და მიზნად ისახავს სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების, ადგილობრივი ინდუსტრიის დემპინგური იმპორტისგან დამცავი ინსტრუმენტის შემოღებას.


ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ავტორობით დამუშავებული კანონპროექტი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“, რომელიც არის ევროდირექტივების სრული გათვალისწინებით მომზადებული და ემსახურება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებას. კანონის მიღების შემდეგ აღსრულება კონკურენციის სააგენტოს დაეკისრება.


2020 წელს, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვის, ხელშეწყობისა და თავისუფალი კონკურენციის დაცვის მიზნით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქმიანობა დაიწყო სააგენტოს წარმომადგენლმა. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, სააგენტოში შემოვიდა 324 და გავიდა 432 კორესპონდენცია.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up