კონკურენციის სააგენტოს ანგარიშიდან 1 თვეში ბენზინი 20 თეთრით გაიაფდა, დიზელი  5 თეთრით გაძვირდა

კონკურენციის სააგენტოს ანგარიშიდან 1 თვეში ბენზინი 20 თეთრით გაიაფდა, დიზელი 5 თეთრით გაძვირდა

access_time2022-06-14 16:00:28

კონკურენციის სააგენტოს მიერ 1 თვის წინ გაკეთებულ განაცხადს, რომ მსხვილ კომპანიებს საწვავზე ფასის შემცირების რესურსი ჰქონდათ, არც მთავრობის მხრიდან მოჰყოლია რეაგირება და არც ბიზნესიდან -  ფასების დინამიკა ფაქტობრივად უცვლელია. ამ მხრივ ვერც   ლარის კურსის გამყარებამ მოახდინა გავლენა. ბოლო 1 თვეში არაბრენდირებულებმა 5-10 თეთრით გააიაფეს საწვავი, ბრენდირებულებმა  - 20 თეთრით, თუმცა ამას მოსახლეობისთვის მცირე შეღავათიც არ მოუხდენია.


ამ დროისთვის საცალო ქსელში 1 ლ. ბენზინის ფასი 3,65 ლარია, როცა 1 თვის წინ 3,85 ლარი ღირდა. რაც შეეხება დიზელის ფასს, 4,15 ლარის დონეზეა, მაისში ეს მაჩვენებელი 4,10 თეთრს შეადგენდა.


იმპორტიორები დამოკიდებულებას არ ცვლიან და აცხადებენ, რომ ბაზარი ფასის კლების შესაძლებლობას მოკლებულია, ვინაიდან  გლობალურ ბაზრებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება.

 

კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე საფასო ცვლილებას ჯერჯერობით არ ვარაუდობს.



,,კონკურენციის სააგენტოს მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ ბენზინი მცირედით გაიაფდა, მაგრამ დიზელის საწვავზე ცვლილება არ ასახულა. ამის მიზეზი გლობალურ ბაზრებზე მაღალი ფასებია. საწვავის გაიაფების შესაძლებლობა დღესდღეობით ფაქტობრივად არ არის, იაფი საწვავი არ შემოდის, ,,პლატცი“  მაღალ ნიშნულზეა, რუსეთიდან ცოტა იაფად რომ განხორციელებულიყო იმპორტი, ბენზინის ფასში მცირე სხვაობასაც ვერ მოვახდენდით. ადრე გაცილებით ნაკლებ ფასად თურქმენეთიდან შემოდიოდა, მაგრამ დღესდღეობით ისეთი მაღალი ,,პლატცია“, რომ თურქმენული ნავთობპროდუქტების ღირებულება რუსულ საწვავის ფასს აღემატება. საკმაოდ რთული მოცემულობაა, რის გამოც  საფასო ცვლილებას კლების მიმართულებით ჯერჯერობით არ ველოდებით“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ზაალ იაკობიძე.


რაც შეეხება ,,პლატცის“ ფასს, 13 ივნისის მდგომარეობით, 1 ტონა ბენზინი 1350 დოლარია, ხოლო ამავე მოცულობის დიზელის ღირებულება 1430 დოლარს შეადგენს.


საწვავის ფასთან დაკავშირებით ფინანსისტების პოზიცია განსხვავებულია. ისინი ღიად აცხადებენ, რომ  ქართულ ბაზარზე დიდი ოლიგოპოლიაა, რასაც მაღალი რანგის ჩინოვნიკების მხრიდან დიდი ხელშეწყობაც აქვს. მეტიც, ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი ამბობს, რომ დამოკიდებულება არ იცვლება და ფასებს სავარაუდოდ კვლავ კარტელური გარიგებების საფუძველზე ადგენენ.


,,მეეჭვება, პრემიერს  პრობლემა პირველად დაენახა. ათეულობით წლებია ამ ბაზარზე სიტუაცია უცვლელია.  არ ხდება ჯანსაღი კონკურენციის შედეგად ფასწარმოქმნა და იმ პროცესების ადეკვატური ასახვა, რასაც ადგილი აქვს გლობალურ ბაზრებზე.  ადრე, სანამ ,,ოცნება“ მოვიდოდა ქვეყნის სათავეში,  წინასაარჩევნო კვლევაში წერდნენ, რომ ბაზარზე ოლიგოპოლიაა, შემდეგ იგივე განმეორდა ეკონომიკურ კვლევაშიც, რაც კონკურენციის სააგენტომაც დაადასტურა და კომპანიები  36 მილიონითაც დააჯარიმეს, მაგრამ მერე ჩამოაწერეს ეს თანხა. არ ვიცი რა გარიგება მოხდა ბიზნესსა და ჩინოვნიკებს შორის - არც ფასი გადაახდევინეს და უცებ გაქრა ის საკითხიც, რომ ოლიგოპოლიაა. კონკურენციის სააგენტოს 1 თვის წინანდელი  კვლევით კი ყველაფერი კარგადაა. ლექვინაძემ  და ღარიბაშვილმა გაარკვიონ ერთმანეთში რომელი უფრო მართალია. სახელმწიფოს ჩინოვნიკები თუ არაფერს არ გააკეთებენ, ეს პრობლემა ვერ მოგვარდება“, - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.


კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე დაკვირვება გრძელდება, დამატებითი მონიტორინგი ტარდება და თანდათან გამოიკვეთება, გახდება თუ არა მეტი რეაგირება  საჭირო.


მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up