რატომ არ აისახა საწვავის საერთაშორისო გაიაფება საქართველოზე? -  კონკურენციის სააგენტო 5 ქართული კომპანიის ქცევას სწავლობს

რატომ არ აისახა საწვავის საერთაშორისო გაიაფება საქართველოზე? - კონკურენციის სააგენტო 5 ქართული კომპანიის ქცევას სწავლობს

access_time2022-10-06 20:30:32

საავტომობილო საწვავის ბაზარზე ფასების კლების პროცესი გრძელდება. როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სექტემბერში ყველა ტიპის საწვავზე ფასები დაახლოებით 10-30 თეთრით არის დაკლებული. აგვისტოს განმავლობაში კი კლება 30-40 თეთრია.


„საქმე ეხება 2022 წლის შვიდ თვეში დაფიქსირებულ შედეგებს, კერძოდ რუსეთთან იმპორტის შემთხვევაში გაიაფებული საწვავი სათანადოდ არ აისახა საცალო ბაზარზე და ევროპიდან საწვავის იმპორტის შემთხვევაში კონკურენტ მოვაჭრეებზე საბაჟო საწყობიდან ხდებოდა საწვავის უფრო იაფად 1 ლიტრზე 75 თეთრით უფრო გაყიდვა, ვიდრე ეს ხდებოდა საკუთარ ქსელში შეტანისას.


ეს არის მთავარი საკითხები, რის გამოც ჩვენ დაწყებული გვაქვს მოკვლევა და ვცდილობთ, გავარკვიოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეალიზატორების ქცევა რამდენად იყო კეთილსინდისიერი. მოკვლევის პროცესში ჩვენ დავიწყეთ 5 მსხვილი რეალიზატორის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოკვლევის შედეგად გაირკვეს 2022 წლის პერიოდში მაშინ, როდესაც რიგ კომპანიებს შეეძლოთ ხელსაყრელ ფასად მიეწოდებინათ ბაზარზე მომხმარებლისთვის ფასები, ამით გაეზარდათ საკუთარი კონკურენტული უპირატესობა და საბაზრო წილი – რატო არ მოხდა ეს, როდესაც საქართველოში შემოდიოდა გაიაფებული საწვავი და ხომ არ იყო ეს დაკავშირებული რაიმე ტიპის შეთანხმებულ ქცევასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით აღნიშნული მოკვლევა არის დაწყებული და დაახლოებით მოკვლევის დაწყებიდან ექვს თვეში ჩვენ გვექნება კონკრეტული შედეგები, რამდენად კეთილსინდისიერი იყო მსხვილი რეალიზატორების მხრიდან აღნიშნული ქცევა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


როგორც ლექვინაძე განმარტავს, დღეისათვის ნავთობპროდუქტების იმპორტს საქართველოში 45-მდე კომპანია ეწევა, თუმცა სამი მსხვილი კომპანია ფიქსირდება, რომელსაც ჯგუფური დომინირების მოცემულობა აქვს.



რაც შეეხება საცალო ბაზარს აქ 5 მსხვილი რეალიზატორი ოპერირებს, რომლებიც ბაზრის 60%-ს აკონტროლებენ, ხოლო დანარჩენი 40%-ი შედარებით მცირე ქსელებს უჭირავთ.


„ბაზარი 2012 წლის მაჩვენებლებთან შედარებით არის ბევრად უფრო კონკურენტული, თუმცა არის რიგი პროცესები, რაც ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესს იწვევს და მოკვლევის მთავარი მიზანიც არის, კერძოდ ეს არის 5 მსხვილი რეალიზატორის მხრიდან 2022 წელს დაფიქსირებული ქცევა, როდესაც გაიაფებული იმპორტის შემთხვევაში არ მოხდა სათანადო ასახვა ამ ფასების საცალო ბაზარზე და ამ ქცევის კეთილსინდისიერების შესწავლაზეა ორიენტირებული ჩვენი მოკვლევის პროცესი. მთლიანობაში ეს სურათი გვაქვს, თუმცა რამდენად იყო კონკურენტული მსხვილი რეალიზატორების ქცევა, ამას ბუნებრივია, ჩვენი მოკვლევის პროცესი დაადგენს“, – განაცხადა ლექვინაძემ.












„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up