კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“ იწყება

კონკურსი „სუფთა რეგიონი 2021“ იწყება

access_time2021-06-05 18:37:08


5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ დაწყება განაცხადეს. კონკურსი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, უკვე მეექვსედ ტარდება. 

„კონკურსმა „სუფთა გარემო“ უკვე მთელი საქართველო მოიცვა. მოქალაქეები ენთუზიაზმით და მონდომებით  ერთვებიან. ვფიქრობ, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით, კონკურსი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ  პოზიტიური შედეგები უკვე სახეზეა. ბევრი რეგიონი, მუნიციპალიტეტი კონკურსში სრული პასუხისმგებლობით ერთვება, ტარდება აქციები, ღონისძიებები, რათა არალეგალური ნაგავსაყრელებისრაოდენობა და გარემოს დაბინძურების ფაქტები ყოველწლიურად შემცირდეს. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს სუფთა და მოწესრიგებული, საზოგადოების თითოეულმა წევრმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გააცნობიეროს, გაუფრთხილდეს გარემოს და აქტიურად ჩაერთოს ნარჩენების მართვაში პროცესში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ მიზანია,  ქვეყნის მასშტაბით, გამოავლინოს ყველაზე  „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზი ქუჩა“,„სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა/ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“ და „ლამაზი აივანი“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ჩამოთვლილი ნომინაციების შესაბამისი ფოტო/ვიდეო მასალა უნდა გაუგზავნონ კონკურსის ორგანიზატორს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“. კონკურსის ფარგლებში, ყოველწლიურად, იქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისიის წევრები, შემოსული მასალების საფუძველზე, გამოავლენენ კონკურსის „სუფთა რეგიონი“ ნომინაციებში გამარჯვებულებს. წლევანდელი კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“ გამარჯვებულები 2022 წელს გახდება ცნობილი.


„პროექტის დაწყებიდან დღემდე, სტიქიური ნაგავსაყრელების რაოდენობა რამდენიმე ასეულით შემცირდა. ეს მიუთითებს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა მაღალი პასუხისმგებლობა გარემოსადმი. მოქალაქეები მაქსიმალურად არიან ჩართული როგორც ჩვენ, ასევე მათ მიერ ორგანიზებულ დასუფთავების აქციებში. ყოველწლიურად კონკურსის ნომინაციები იზრდება. წელს, კონკურსს „სუფთა გარემო 2021“ დაემატა ნომინაცია ,,სუფთა ლურჯი ნაკადული“. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის  ყველაზე დიდი წარმატება იქნება, როდესაც ვიქნებით ყველაზე სუფთა ქვეყანა“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

კონკურსს „სუფთა რეგიონი“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ტარდება. წლების განმავლობაში, კონკურსმა აჩვენა, რომ ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოება მაქსიმალურად ცდილობს ჩართოს გარემოსდაცვით ღონისძიებებში  და საკუთარი წვლილი შეიტანოს მის დაცვაში. 

კონკურსი ტარდება პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენარასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“. კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შვედეთის მთავრობა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და მყარი ნარჩენების მართვის კომპანია.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up