კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

access_time2023-02-03 18:00:42

კონკურსის  რიგით მეთერთმეტე „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022'' დაჯილდოების ცერემონიალი 2023 წლის 3 თებერვალს გაიმართა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 7 საპრიზო კატეგორიაში 2022 წლის გამარჯვებული ჟურნალისტები  დააჯილდოვა. კატეგორიები მოიცავდა ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. ხოლო, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა - ტიბორ კოზმამ გამოავლინა. 

 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" 2022 წლის კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები არიან:

 

• საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: ნინო ნარიმანიშვილი (ჯემნიუსი)

ფინალისტები: ხატია ხასაია(ონლაინ გამოცემა Sova.News), ნინო თარხნიშვილი(რადიო თავისუფლება)

 

•საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში:

გამარჯვებული: ანი არველაძე (გადაცემა „დროება", ტელეკომპანია ფორმულა)

ფინალისტები: სოფიკო ვასაძე (რადიო თავისუფლება), ვიკა ბუკია (ჯემნიუსი)

 

•საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: ნინო რამიშვილი (სტუდია მონიტორი)


ფინალისტები: მარიკა დუდუნია (თავისუფლების მონიტორი), თამარ გელაშვილი (თავისუფლების მონიტორი)

 

•საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში

გამარჯვებული: ბესიკ პაპასქუა (ინდიგო)

ფინალისტები: ჯიმშერ რეხვიაშვილი (რადიო თავისუფლება), ხატია თორდუა (NEXT.On.ge)

 

•საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში:

გამარჯვებული: თორნიკე მეტრეველი (ინდიგო)

ფინალისტები: ნასტასია არაბული (რადიო თავისუფლება), სოფიო დათიშვილი (რადიო თავისუფლება)

 

•ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო

გამარჯვებული:  დინა ოგანოვა (პროექტი 64)

ფინალისტები: მარიამ ნიკურაძე (OC Media), დათო ქორიძე (რადიო თავისუფლება)

 

•საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში:

გამარჯვებული: ქრისტინე გოგალაძე (ინდიგო)

ფინალისტი: საბა ხითარიშვილი (ინდიგო)

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

გამარჯვებული: ლელა კუნჭულია (რადიო თავისუფლება)

ფინალისტები: ლევან ურიდია( საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო), ნინო სამადაშვილი (ენერგონიუსი).

 

პირველ 7 კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 5,200 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი გაივლის ერთთვიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში" ლონდონში.

 

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022"-ის შესახებ :

წელს კონკურსში შემოვიდა 111 ჟურნალისტური (და ფოტო) ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წლის 30 ნოემბრიდან,  2022 წლის 1  ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო ნაშრომები  განიხილა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის პროფესიონალებისგან. „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში"  შემდეგი წლისათვის განაცხადების მიღებას,  2023 წლის 3 მაისს გამოაცხადებს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up