კონკურსის „მწვანე ჯილდო 2022” გამარჯვებულები ცნობილია

კონკურსის „მწვანე ჯილდო 2022” გამარჯვებულები ცნობილია

access_time2022-06-06 11:20:00

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე, „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2022” ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, ნონა მარგოშვილმა მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო - გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2022” რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, მარინე ფორჩხიძემ.



გამარჯვებულებს ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა.



„ძალიან მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მომავალი თაობის ცნობიერების ამაღლებაზე და განათლებაზე გარემოს დაცვის მიმართულებით. ამ კუთხით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ; კონკურსი „მწვანე ჯილდო” ერთ-ერთი მათგანია. კონკურსის ფარგლებში, გამოვავლინეთ გამარჯვებული მასწავლებლები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტში მონაწილეობისთვის, მინდა მივულოცო გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რომელსაც ეწევიან ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისთვის და მათთვის შესაბამისი განათლების მიწოდებისთვის”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.



კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად. სახელმძღვანელოები წარმატებით ინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.




„ინიციატივების და პროექტების სათანადო შედეგს ვიღებთ ჩვენი მოტივირებული პედაგოგების და აღმზრდელების აქტიური ჩართულობით. სხვაგვარად დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია. იმედი გვაქვს, სამომავლოდ, უფრო მეტი პედაგოგი დაინტერესდება ამ უმნიშვნელოვანესი სფეროთი, ჩაერთვება როგორც სასწავლო პროცესში, ასევე კონკურში. სამინისტრო, თავის მხრივ, პედაგოგებისა და აღმზრდელების აქტივობას ყურადღების მიღმა არ დატოვებს”, -განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.



დაჯილდოების ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გამართულ ღონისძიებაზე, გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.



კონკურსის „მწვანე ჯილდო” მხარდამჭერები არიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო, თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრი, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), CENN, ეკოხედვა, ბუნების კონსერვაციის ორგანიზაცია „საბუკო“, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე. ასევე, კერძო კომპანიები: მედ დიაგნოსტიკა, დელფოსი, სილქნეტი, ლუტეცია, ფარმადეპო, რომლებიც მათი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მხარს უჭერენ გარემოსდაცვითი განათლების და ცნობიერების ასამაღლებელ აქტივობებს.



2022 წელს გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ კონკურსანტები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გაიმართა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 1972 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაწესდა. მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნის კამპანიის სლოგანია „მხოლოდ ერთი დედამიწა", რომელიც ფოკუსირებულია „ბუნებასთან ჰარმონიაში მდგრადად ცხოვრებაზე”.



გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სატელევიზიო ანძა და მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია მწვანედ განათდა.



ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up