კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia რეგისტრაცია დასრულებულია!

კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia რეგისტრაცია დასრულებულია!

access_time2022-10-09 14:10:34

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ


კონკურსზე IWSC Wine Judging in Georgia რეგისტრაცია დასრულებულია!კონკურსის ორგანიზატორების თქმითდარეგისტრირების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა, შესაბამისად, კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა. პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.


საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს International Wine & Spirit Competition (IWSC) 13 ოქტომბერს უმასპინძლებს. IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს  ჯილდოს მოსაპოვებლად  მხოლოდ ადგილობირივი და ქართველიმეღვინეები იბრძოლებენ,  რაც მათთვის უპრეცენდენტო შანსია. მედალოსანი ღვინოები კონკურსის დღეს 13 ოქტომბერს გამოვლინდება, ხოლო კონკურსის გამარჯვებულების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა  პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს მოხდება. 


კონკურსის ფარგლებში მათ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.ჟიურის წევრებს ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს, რომელთა შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია. ასევე ცნობილია IWSC -ის ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობაც, რომლებიც  წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს შეაფასებენ. ესენი არიან ექსპერტები და ღვინის სფეროში მოღვაწე ადამიანები:


ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანაგოდა ბრელიძე, ღვინის ექსპერტი გიორგი დაქიშვილიენოლოგი და ღვინის ექსპერტი ლადო უზუნაშვილიღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის  წევრი დავით ჩიჩუა,სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილიღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძეენოლოგი პატრიკ ჰონეფი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა.


"საოცარი მოვლენა გველოდება ღვინის სფეროში. 7 ოქტომბერს, 17:00 საათამდე დარეგისტრირების მსურველთა ნაკადი არ წყდებოდა , შესაბამისად , კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის ღვინო დარეგისტრირდა . მინდა წარმატება ვუსურვო ყველა მონაწილეს. ჟიურის წევრების გამოცდილების საქართველოში გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, როგორც ღვინის, ასევე ტურიზმის სექტორისთვისაც. ისინი არ არიან მხოლოდ ღვინის სფეროს წარმომადგენლები, არიან ბაიერებიც, რომლებთან კომუნიკაციაც ქართველ მეღვინეებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას მისცემს. თითოეული ღვინის განხილვა ხდება დეტალურად და ყველა შენიშვნა, ეს  იქნება დაკავშირებული გემოვნურ თვისებებთან და ა.. იწერება და გადაეცემათ მონაწილეებს. გარდა იმისა, რომ ვიღაც გაიმარჯვებს, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება ყველასთვის. მაგალითად, მცირე მარნებს შესაძლებლობა ეძლევათ თავადაც წავიდნენ საზღვარგარეთ, გააგზავნონ თავიანთი ნიმუშები და გახდნენ ამ საზოგადოების წევრი,“- აღნიშნავს  IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდამბასადორი მარიამ გუჯაბიძე.



საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International W ine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ღვინის დღეები საქართველოში.


ცნობისთვის, კონკურსი 1969 წელსდაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. მედალოსანი ღვინოები 13 ოქტომბერს გამოვლინდება.

 

(R)


თეგები:
IWSC Wine Judging in Georgia



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up