კონსტანცა-ფოთის საბორნე გადასასვლელის პროექტს PONTOS MARITIME განახორციელებს

კონსტანცა-ფოთის საბორნე გადასასვლელის პროექტს PONTOS MARITIME განახორციელებს

access_time2022-03-24 14:05:10

კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე გადასასვლელის პროექტს კომპანია Pontos Maritime განახორციელებს.


კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი პაატა დაიაური "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ კონსტანცასა და ფოთს შორის საბორნე მიმოსვლა ევროკავშირში და ბალკანეთის ქვეყნებში პირდაპირ მიმოსვლას და ვაჭრობას ხელს შეუწყობს.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


"ამ პროექტით მნიშვნელოვანი მარშრუტი შეიქმნება, რომელიც 3 ძირითად ფაქტორს ეფუძნება, კერძოდ, იქნება უსაფრთხო, სახმელეთოზე ბევრად სწრაფი და უფრო იაფი. აქამდე ვმუშაობდით სხვადასხვა საკითხის მოგვარებაზე, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთან და ფაქტობრივად, ამ დროისთვის, ყველა ბარიერი მოგვარებულია. იმედი გვაქვს წლის ბოლოსთვის უკვე დავიწყებთ საბორნე მიმოსვლას.


პირდაპირი საბორნე გადასასვლელი შექმნის შესაძლებლობას გადაზიდვები უფრო კომფორტულად და სწრაფად განხორციელდეს, რადგან კონსტანცამდე ცურვას სჭირდება 40 საათი. საბორნე ტარიფი განისაზღვრება გრძივი მეტრის მიხედვით, ამიტომ შესაძლებელია მხოლოდ მისაბმელის გაშვებაც ადგილზე, მძღოლისა და სატვირთოს გარეშე, რომელსაც შემდეგ უკვე სხვა კომპანია წაიღებს. ვმუშაობთ მულტიმოდალურ ტრანსპორტზეც, რომ შესაძლებელი იყოს კონსტანცადან სხვადასხვა ტრანსპორტით, მატარებლით, ვაგონებით ამ მისაბმელების წაღება,"– აღნიშნავს პაატა დაიაური.



მისივე განცხადებით, რეგიონის სატრანსპორტო კომპანიები არ არიან კონკურენტუნარიანი მეზობელი ქვეყნების მიმართ, მიზეზი კი სწორედ ის არის, რომ დიდი დრო სჭრიდება სახმელეთო გზით ევროკავშირში ჩასვლა-ჩამოსვლას. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, კომპანიები გახდებიან უფრო კონკურენტუნარიანები, დანახარჯები შემცირდება, რაც ტარიფებზეც აისახება, გადაზიდვები კი უსაფრთხო და სტაბილური იქნება.


როგორც Pontos Maritime-ის დამფუძნებლი აღნიშნავს, პროექტს 2 პარტნიორი ყავს, ინსტიტუციონალური ფონდი და დიდი გამოცდილების მქონე სანაოსნო კომპანია, თუმცა ინვესტიციის მოცულობაზე და სხვა დეტალების გაჟღერებაზე პაატა დაიაური, ამ ეტაპზე თავს იკავებს.


საქართველო–რუმინეთს შორის არსებულ პერსპექტივებზე და საბორანე გადასასვლელი მნიშვნელობაზე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი კაჭარავამ ისაუბრა.


მისი თქმით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო შევქმნათ პირობები ქართული პროდუქტის შეტანისთვის ევროპის ბაზარზე, მსგავსი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია.


სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, პონტოს მერითაიმ კონსალტინგი 2018 წლის ოქტომბერში შეიქმნა, კომპანიის 51%-იანი წილის მფლობელი პაატა დაიაურია, 49%-ს კი ლიეტუვას მოქალაქე, იურის გრაუდუმნიეკსია.



business-partner.ge

თეგები:
PONTOS MARITIME



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up