კონტეინერების დეფიციტი, გაზრდილი ტრანსპორტირების ფასი და დრო - რა ხდება ქართულ ავტობაზარზე

კონტეინერების დეფიციტი, გაზრდილი ტრანსპორტირების ფასი და დრო - რა ხდება ქართულ ავტობაზარზე

access_time2022-10-21 13:00:28

უკრაინა-რუსეთის ომმა ავტომობილების ტრანსპორტირების ვადა გააორმაგა, ჩამოყვანის ღირებულება 50%-ით გაიზარდა, ხოლო კონტეინერების დეფიციტმა დამატებითი პრობლემები შექმნა, — ამის შესახებ ავტო-იმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარბაისელმა „კომერსანტთან“ განაცხადა.


მისი თქმით, ქართველი მომხმარებლების უმრავლესობა აღნიშნული მიზეზების გამო, თავს იკავებს ავტომობილის შეძენისგან. თუმცა დარბაისელის განმარტებით, გაზრდილია მოთხოვნა რეექსპორტზე.


„დღეისათვის მიწოდების ჯაჭვი ძალიან ხანგრძლიავია. გაორმაგებულია ავტომობილის ჩამოსვლის დრო, შესაბამისად მომხმარებელი თავს იკავებს შეძენისგან, რადგან მაგალითად ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა ავტომობილის შეძენას ძველი ავტომობილის გაყიდვით ახდენს, შესაბამისად მისთვის რთულია ავტომობილის გარეშე იყოს 5-6 თვე, რეალურად ხდება ავტომობილების ჩანაცვლება.



ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გვაქვს უფრო მეორად ავტომობილებზე, რადგან მართალია სურვილი დიდია შეიძინონ ჰიბრიდული ავტომობილები რადგან მათი განბაჟება იაფია, მაგრამ სურვილი ერთია და შესაძლებლობა სხვა. შესაბამისად ადგილობრივ ბაზარზე 2009 წლიანი ან 2-3 წლით ახალი და დაბალძრავიანი ავტომობილების შეძენა უფრო ხდება. ავტომობილების ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რადგან გაიზარდა მიწოდების დრო, ჩამოყვანის ფასი, ომის გამო შეიქმნა კონტეინერების დეფიციტი და შესაბამისად საჭირო რაოდენობა ვერ შემოდის. ფიზიკურად არ არის კონტეინერები“,  ამბობს ლაშა დარბაისელი.


საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 086.2 მლნ. აშშ დოლარი და მთელ იმპორტის 11.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 590.5 მლნ. აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 14.4 პროცენტი).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up