კონტეინერებით გადაზიდვების ფასები რეკორდულად ეცემა

კონტეინერებით გადაზიდვების ფასები რეკორდულად ეცემა

access_time2022-09-12 18:00:16

კონტეინერებით გადაზიდვა, რომელიც პანდემიის დროს ძალიან იყო გადატვირთული მსუბუქდება და ფასები რეკორდული ტემპით ეცემა - ამის  შესახებ ინფორმაციას asia.nikkei.com ავრცელებს.


კვლევითი ინსტიტუტის Nomura-ს  მონაცემებით, Los Angeles-Long Beach–ის პორტის სანაპიროსთან მოლოდინში მდგომი საკონტეინერო გემების რაოდენობა  10-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც იანვარში მათი რაოდენობა 100 შეადგენდა .

 

საცობები დასავლეთ სანაპიროს პორტებში 2020 წლის ბოლოს covid 19 - ის გავრცელების გამო დაიწყო, პორტის პერსონალი, ისევე როგორც სატვირთო მანქანების მძღოლები, რომლებიც ახორციელებდნენ სახმელეთო ტრანსპორტის გადაზიდვებს, დეფიციტური იყო, რაც ტვირთის გადაზიდვას მნიშვნელოვნად ზღუდავდა.


გემები იძულებულნი იყვნენ  თავის რიგს ოფშორში დალოდებოდნენ. გასულ ზაფხულს აზიიდან დასავლეთ  სანაპიროზე  გადაზიდვას დაახლოებით 30 დღე დასჭირდა, რაც ჩვეულებრივზე 2-3ჯერ მეტია.

 


რაც უფრო ხანგრძლივია მოგზაურობა, მით ნაკლები გემებია ხელმისაწვდომი და მსოფლიოს  საერთო ტევადობა მცირდება. საცობები იყო აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე და ევროპაში მდებარე პორტებში, რამაც საზღვაო ლოგისტიკაში შეფერხებები გამოიწვია და ეს კი გლობალური მიწოდების  შეზღუდვის  მთავარი  ფაქტორი  გახდა.

 

გადაზიდვის ტარიფები ეცემა. შანხაიდან დასავლეთ სანაპიროზე კონტეინერის მიწოდება სექტემბრის პირველ  კვ8ირაში 3,959 $ ღირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23%-ით ნაკლებია, ვარდნამ  1000$ -ზე მეტი შეადგინა, რაც ყველაზე დიდია 2009 წლის  შემდეგ.

 

აშშ-ჩინეთის ტარიფები საერთაშორისო ეტალონს წარმოადგენს, ამიტომ ფასები სხვა მარშრუტებზეც ეცემა. შანხაიდან როტერდამის პორტში, ნიდერლანდებში და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაზიდვები წლის დასაწყისიდან 45%-ით არის შემცირებული.

 

მიწოდების ჯაჭვში კონტეინერების მიწოდება არ არის ერთადერთი გაუმჯობესებული ფაქტორი, ასევე გაუმჯობესდა ნახევარგამტარების დეფიციტი, რომელიც ავტომობილების წარმოებას აფერხებდა. ოთხმა მსხვილმა მომწოდებელმა, მათ შორის იაპონურმა Renesas Electronics-მა და გერმანიის Infineon Technologies-მა, დააგროვეს საავტომობილო ნახევარგამტარების მარაგი  და პანდემიამდე მაჩვენებელზე დააბრუნეს.

 

საზღვაო მარაგების  შემსუბუქება ნაწილობრივ განპირობებულია საბინაო ბაზრების  შემცირებით, აშშ-ში მონეტარული გამკაცრების შედეგად, რამაც გაზარდა იპოთეკური განაკვეთები. რეალტორთა ეროვნული ასოციაციის მიერ შედგენილი არსებული სახლების გაყიდვები ზედიზედ 6 თვის  მანძილზე მცირდებოდა.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up