„კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ 5 დღით ადრე გავიგეთ“ – ყოფილი კოვიდ-კლინიკები მძიმე 8-თვიანი პერიოდისთვის ემზადებიან

„კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ 5 დღით ადრე გავიგეთ“ – ყოფილი კოვიდ-კლინიკები მძიმე 8-თვიანი პერიოდისთვის ემზადებიან

access_time2022-04-14 11:12:46

იმის შესახებ, რომ სახელმწიფო კოვიდ-კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადადიოდა, სამედიცინო დაწესებულებებმა კონტრაქტის შეწყვეტამდე 5 დღით ადრე გაიგეს, რამაც ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. ამის შესახებ „ევექსი ჰოსპიტლების“ დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, კონტრაქტები 31 მარტამდე იყო გაფორმებული, ასევე არსებობდა ზეპირი შეთანხმებები, რომელთა თანახმად კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკებისთვის მინიმუმ 30 დღით ადრე უნდა ეცნობებინა.

 

15 მარტიდან „ევექსის“ არცერთი ჰოსპიტალი კოვიდმიმღები აღარაა და მართავს იმ ერთეულ შემთხვევებს, რომლებსაც კოვიდი კლინიკაში, სხვა დაავადებით მოთავსების შემდეგ დაუდასტურდათ.

 

რაც შეეხება დაფინანსების მოდელს, პანდემიის დროს სახელმწიფო კლინიკებისგან კოვიდისთვის საწოლფონდს ქირაობდა და ამ ქირაში იხდიდა გარკვეულ თანხას, დამატებით კი კონკრეტული პაციენტების მკურნალობის თანხებს ანაზღაურებდა.   მაგალითად „ბოკერიას“ კლინიკამ, რომელიც მანამდე იყო მულტიპროფილური და ჰქონდა კარდიოქირურგიული, ამბულატორიული, ნევროლოგიური და სხვა განყოფილებები,  სახელმწიფოსთან შეთანხმებით შეაჩერა ეს სერვისები და მთლიანად კოვიდპაციენტების მართვაზე გადავიდა.

 

ახლა კი, როდესაც ის მუშაობის ჩვეულ რიტმს უნდა დაუბრუნდეს, ამ განყოფილებების ამოქმედება, ფაქტობრივად, ნოლიდან იწყება. მინდიაშვილის თქმით, პრაქტიკულად, კლინიკა ხელახლა უნდა შეიქმნას.

 


პარალელურად მიმდინარეობს კოვიდის, როგორც რიგითი ნოზოლოგიის  განფასება. გიორგი მინდიაშვილი ამბობს, რომ კლინიკებმა უკვე მიიღეს ტარიფები და ამ საკითხზე მსჯელობა უახლოეს პერიოდში განახლდება.

 

„ჰოსპიტალს, რომელიც სრულად იყო დატვირთული, იმისთვის, რომ პანდემიამდელ ნიშნულს მიუახლოვდეს, 6-8 თვე დასჭირდება. ახლა არის ნულზე და ნულიდან ხელახლა უნდა დაიწყოს ოპერირება. ამ 8 თვის განმავლობაში მას დასჭირდება სუბსიდირება და ეს იქნება ძალიან მძიმე პერიოდი,“- განაცხადა მინდიაშვილმა.

 

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბრუნვები დაიწყება, სახელმწიფო, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში შესრულების თანხას 4 თვეში გადაიხდის, მანამდე კი კლინიკამ უნდა იხადოს ხელფასები, შეიძინოს სახარჯი მასალები და ა.შ.

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 1819 კოვიდსაწოლია მობილიზებული, საიდანაც მხოლოდ 360-ია დაკავებული.



jandacva.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up