კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა - თბილისის მერია

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა - თბილისის მერია

access_time2022-09-13 17:00:00

დიდი დიღმის IV მიკრორაიონში არსებულ 6 003 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განხორციელებული სამშენებლო პროექტის შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 27 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


დოკუმენტები მათ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადასცა.

 

„ესენი არიან კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახები, რომლებიც ამ დღეს 30 წლის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ ჰპირდებოდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა, საცხოვრებლით დაკმაყოფილდებოდნენ, თუმცა, სიტყვები სიტყვებად რჩებოდა. როდესაც საქმიანობას შევუდექით, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ პრობლემის მოგვარება იყო. როგორც ქალაქის მერს, ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს საცხოვრებელი გადავეცით. დაზარალებული, დაახლოებით, 3 100 ოჯახია. სხვადასხვა ეტაპზეა სამშენებლო სამუშაოები - ზოგი დასრულდა, ზოგი პროცესშია, ზოგი სანებართვო პროცედურებს გადის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა ფართები მიიღონ და პროგრამა წარმატებით დასრულდეს. ვულოცავ მათ. მუდამ ასეთი გახარებული ყოფილიყვნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაკმაყოფილებულმა 27-მა პირმა საკუთრებაში მიიღო 52 ერთეული უძრავი ქონება. პროექტის განმახორციელებელ კომპანიას - შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ კიდევ ორი სამშენებლო ობიექტი აქვს, რომლის ფარგლებშიც, ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ 104 პირს გადაეცემა.

 

კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ალტერნატიული ფართი უკვე მიიღო 1 744-მა ოჯახმა. ამ ეტაპზე, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში შემოსულია 600-მდე დაზარალებული პირის განაცხადი, რომელთა ფართებით დაკმაყოფილებაც უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოიაზრება.

 

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up