კორონავირუსი და ბიზნესი - შავი სია გაკოტრების სანაცვლოდ

კორონავირუსი და ბიზნესი - შავი სია გაკოტრების სანაცვლოდ

access_time2021-08-23 16:00:38

კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნეს სექტორიც. თუმცა, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილის ეტაპობრივ მოხსნასთან ერთად ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო. მაგრამ შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა ყველა ბიზნეს ოპერატორისთვის გადარჩენის გზა არ აღმოჩნდა. მაშინ, როცა ქვეყანაში „ეკონომიკა დუღს“ ბიზნესი გაკოტრებისგან თავის დახსნას სხვადასხვა გზებით ცდილობს. „კომერსანტი“ მოგიყვებათ ამბავს, თუ როგორ აღმოჩნდა მრავალწიანი გამოცდილების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.

 

სააგენტომ გასულ წელს ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი ნაღების კარაქის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მიმწოდებელ კომპანიას  სხვადასხვა უწყებისთვის ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 120 850 კგ ნაღების კარაქი უნდა მიეწოდებინა.

 

ნაღების კარაქი 200 გრ:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  - 500 კგ.

 

შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი - 4000 კგ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია - 5950 კგ.

 

შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა - 300 კგ.

 

ნაღების კარაქი 5-25 კგ:

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - 39 500 კგ.


 

შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - 600 კგ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია - 9000 კგ.

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 1000 კგ.

 

შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა - 60 000 კგ.

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 208 933 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა  ორმა კომპანიამ, შპს „ნამდვილი პროდუქტებმა“ და შპს „ტენდერი 123“- მა მიიღო. მიმდინარე წლის 22 იანვარს კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „ტენდერი 123“ გამოვლინდეს, რადგან კომპანიას ჰქონდა როგორც შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე გამოცდილებაც.

 

თუმცა, 29 აპრილს ბიზნეს ოპერატორმა ხელშეკრულების შეწყვეტა გადაწყვიტა. მიზეზი კომპანიის  გაკოტრების თავიდან აცილებაა. კომპანიის დირექტორი ამირან ჩიტაშვილი წერილში წერს, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 29 აპრილამდე პროდუქტს ყველა ძალოვან სტრუქტურას აწვდიდა. თუმცა იგი ჰყვება, რომ როდესაც მათ კარაქის მოწოდება დაიწყეს, პროდუქტის ასაღები ფასი იყო 16,4 ლარი, ხოლო 200 გრამის (დაფასოებით) 17,7. მისი განმარტებით, მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო ფასი რადიკალურად შეიცვალა და 22-23 ლარი გახდა. ჩიტაშვილის განცხადებით, მე-3 ტალღასთან დაკავშირებულმა მოლოდინებმა არაადეკვატური მოთხოვნა გამოიწვია, რამაც ფასი 34%-ით გაზარდა. წერილში ნათქვამია ისიც, რომ გაზრდილი ფასის მიუხედავად კომპანიამ ყველა ძალოვან სტრუქტურას საკმარისი კარაქის ნაშთი მიაწოდა, რათა უწყებებს კვების კუთხით პრობლემა არ შეჰქმნოდათ.

 

გაფორმებული ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი კომისიამ განიხილა და დაადგინა, რომ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას მიეცეს მითითება, შეწყვიტოს აღნიშნული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებები და იმოქმედონ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

მიმდინარე წლის 5 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შპს „ტენდერი 123“-ის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ეცნობა, რის შემდეგაც უწყებამ ხელშეკრულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე მოკვლევა დაიწყო. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სააგენტომ შპს „ტენდერი 123“ 2021 წლის 6 აგვისტოს შავ სიაში დაარეგისტრირა.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებს დიდი გამოცდილების მქონდე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიღებულ გადაწყვეტილებას და გეგმავს თუ არა „ტენდერი 123“ დადგენილების გაასაჩივრებას. საკითხზე მედიაჰოლდინგთან კომპანიის დირექტორი ამირან ჩიტაშვილი საუბრობს. იგი ახლაც ფიქრობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით კომპანია გაკოტრებას გადაარჩინა.

 

„99%-ით ვფიქრობ, რომ ჩემ კომპანიას შავი სიიდან ამოიღებენ. წესით სააგენტოს არც უნდა დავერეგისტრირებინე. უბრალოდ, შავ სიაში ყოფნა ხელს არაფერში მიშლის. ახლა ტენდერებში მონაწილეობა არ მჭირდება, მიმდინარე ხელშეკრულებებს ვასრულებ. თუ მომავალში გადავწყვეტ მონაწილეობას, სამდღიანი პროცედურაა, რის შემდეგაც ამოიღებენ კომპანიას შავი სიიდან. 10 წელია ბაზარზე ვოპერირებ და ერთი გაფრთხილებაც კი არ მაქვს მიღებული.

ტენდერის გამო 110 000 ლარი უკვე წავაგე, პლუს 28 000 ვიზარალე, რადგან ძვირიანი პროდუქტი შევიტანე, რათა მათ პროდუქტი ჰქონოდათ. ამის შემდეგ ხელშეკრულება შევწყვიტე, რომ გამეგრძელებინა ზარალი 400 000-დან 500 000 ლარამდე მექნებოდა“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 

„კომერსანტის“ კითხვაზე არის თუ არა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ფორსმაჟორული სიტუაცია, ამირან ჩიტაშვილის გვპასუხობს, რომ კონსოლიდირებულ ტენდერში სახელმწიფოს მოთხოვნები უფრო მკაცრადაა გაწერილი.

 

„ეს იყო კონსოლიდირებული ტენდერი, სადაც პირობები მკაცრადაა გაწერილი. მათი არგუმენტი არი ის, რომ მე წლის დასაწყისშივე 100 ტონა უნდა მეყიდა და დამესაწყობებინა. ესე ბიზნესში არ ხდება, ისიც არ ვიცოდი, რამდენს აითვისებდნენ. შესაბამისად, იანვარში 100 ტონას ვერ ვიყიდდი. ნაწილობრივ გასაგებია მათი პოზიცია, მაგრამ სიტუაციას რეალურად რომ შევხედოთ, ლოგიკაში არ ჯდება. მე ტენდერის 50%-ზე მეტი რომ მქონოდა შესრულებული გაფრთხილებით შემოიფარგლებოდნენ“, - ამბობს ამირან ჩიტაშვილი.

 

როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ტენდერი მეორედ 6 ივნისს გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვაში, რომლის სავარაუდო ღირებულება 927 330 ლარი იყო, მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. ამ დროის განმავლობაში კი უწყებები პროდუქტს გადაუდებელი შესყიდვით ყიდულობდნენ. განმეორებითი ტენდერი 15 ივლისს გამოცხადდა. ამჯერად მიმწოდებელმა სხვადასხვა უწყებებს 30 100 კგ კარაქი უნდა მიაწოდოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 662 200 ლარი იყო. ტენდერით ამჯერად ორი კომპანიას შპს „ჰელსი ფუდი“ და შპს „ფუუდ ტრეიდ“ დაინტერესდნენ. ყველაზე ნაკლები თანხა 632 100 შპს „ფუუდ ტრეიდმა“ დააფიქსირა, ხელშეკრულებაც სწორედ მასთან გაფორმდა.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up