კორონავირუსის 22-ე  დღე საქართველოში - გაძვირებული პროდუქცია და თანამშრომლებისთვის დაქვითული ხელფასი

კორონავირუსის 22-ე დღე საქართველოში - გაძვირებული პროდუქცია და თანამშრომლებისთვის დაქვითული ხელფასი

access_time2020-03-18 14:05:04

22 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქარველოში ახალი კორონავირუსის პირველი ოფიციალური შემთხვევა დაფიქსირდა. პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით,  საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა, ამბობს, რომ გამოწვევა ძალიან დიდია. ამის პარალელურად, მოსახლეობის ნაწილი პანიკამ მოიცვა. ზოგიერთი სავაჭრო ობიექტების დახლებიდან პროდუქტები გაქრა, აფთიაქებში კი გარკვეული მედიკამენტებისა და სამედიცინო საშუალებების დეფიციტი შეიქმნა. ამ ყველაფრის ფონზე სადისტრიბუციო-საბითუმო და საცალო ვაჭრობის კომპანიებმა სხვადასხვა სახეობის პროდუქციაზე ფასები გაზარდეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. თუმცა საპროტესტო მუხტი ქვეყანაში ამით არ სრულდება. ათობით მოქალაქე საკუთარ  დამსაქმებელს უკანონოდ დაქვითულ ხელფასს ედავება. 

 

ერთ-ერთი ესეთი კომპანია „დეგუსტოა“, სწრაფი კვების ტიპის ობიექტი. კომპანიაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ მათ ხელფასიდან 20% დაექვითათ. „დეგუსტოს“ თანამშრომელი დაჯი ნიკოლაძე სოციალურ ქსელში საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე წერს და ამბობს, რომ მისთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. თუმცა,კომპანიამ ეს არ გაითვალისწინა და ხელფასი სრულად არ ჩაურიცხა.ნიკოლაძემ ობიექტი 11 მარტს დატოვა, მიზეზი ის პირობებია, რომელსაც კომპანია სთავაზობდა.

 

 

„მოგეხსენებათ სტუდენტისთვის, რომელიც სხვა ქალაქშია წამოსული სასწავლებლად, ყოველი თეთრი რამდენად მნიშვნელოვანია, თვის დასაწყისში თითქმის ყველა გადასახადი წინასწარ მაქვს განსაზღვრული და ვცდილობ, დამოუკიდებლად შევძლო თავის რჩენა. სწორედ ამიტომ ვმუშაობ მთლიან განაკვეთზე, მთელი დღე ფეხზე ვდგავარ, მიწევს ლექციების გაცდენა და შუაღამით მეცადინეობა. მაგრამ, კომპანიამ, რომელშიც ვმუშაობ თანამშრომლებს სიურპრიზი გაგვიკეთა და ხელფასის 20 % დაგვიქვითა, იმ ხელფასის, რომლის გამოც მთელი დღე ვშრომობ, მიზეზად კი ვირუსი და კლიენტების ნაკლებობა დაასახელა. გასაგებია, რომ ქვეყანაში ბიზნესს კრიზისი შეექმნა, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ გვეხება ეს კრიზისი?! რატომ ცდილობს დამსაქმებელი თანამშრომლის ნაშრომი ფულით შეავსოს ბიუჯეტი?! რატომ მავალდებულებს, რომ ისედაც სასაცილო ხელფასის 20% ( ზოგისთვის ცოტა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრი) დავთმო?! აღსანიშნია ისიც, რომ მარტის თვეში ირიცხება წინა თვის ანუ თებერვლის ხელფასი. თებერვალში კი, კომპანია სადაც მე ვმუშაობდი ნამდვილად არ უჩიოდა ხალხის ნაკლებობას“, - წერს დაჯი ნიკოლაძე.

 

იდენტური პრობლემა შეექმნა „დეგუსტოს“ კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელ მარიამ კალანდაძეს.  დაჯი ნიკოლაძის მსგავსად მასაც ხელფასის 20 პროცენტი ჩამოეჭრა, გადაწყვეტილება დამსაქმებელმა დამოუკიდებლად მიიღო, ყოფილ თანამშრმელი ამის შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ ყოფილა. მარიამ ნიკოლაძე იმ პირობებზე ყვება რომელიც კომპანიაშია. ახალგაზრდა გოგო ამბობს, რომ  სწრაფი კვების ტიპის ობიექტში დასაქმებულის შრომითი უფლებები დარღვეულია.

 

„ერთ თვეზე მეტი ვმუშაობდი ამ კომპანიში. 9 სააათიანი სამუშაო დღის გასვლის შემდეგ ვხურავდით ობიექტს, რასაც დახლების ალაგებისა და ობიექტის დახურვის დრო ემატებოდა. შაბათ-კვირას 12 საათიანი სამუშაო გრაფიკია, პლიუს ალაგება, რომელიც მინიმუმ ნახევარი საათი გრძელდება. კვირაში 2 დღეა დასვენება, შაბათი ან კვირა და კიდევ ერთი ნებისმიერი დღე. წესით გვეკუთვნოდა 1 სააათიანი შესვენება, რომელსაც ბოლომდე ვერ ვიყენებდით და ამ ყველაფრის, კვირაში 48 საათის ანაზღაურებაა 450 ლარი, რომელიც ორ ნაწილად ირიცხება თვეში. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მარტის შუა რიცხვებში, უნდა დამრიცხვოდა ხელფასის ნახევარი-225 ლარი, ხოლო თვის ბოლოს-მეორე ნახევარი. მაგრამ დღეს ჩამერიცხა 180 ლარი. ძველ თანამშრომლებს შევეხმიანე და საოცარი პასუხი მივიღე: კომპანიამ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, კორონავირუსისგან მიღებული ზარალის გამო 20 % ჩამოაჭრა. ეს არის მაგალითი, როგორ სარგებლობს კომპანია იმით, რაც საქართველოში ხდება. წარმოგიდგენიათ? უფრო მეტიც, შემცირებები დაიწყეს, ისე რომ ხალხს ან ერთი დღით ან რამდენიმე საათით ადრე აფრთხილებენ. არ ვიცი, რა უნდა ვქნათ. არც ის ვიცი, ვინ უნდა დაგვიცვას. შრომის კოდექსი ბუტაფორიაა საქართველოში“,- აცხადებს მარიამ კალანდაძე.

 

 „კომერსანტი“   კვების ობიექტ „დეგუსტოს“ დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია შეესაბამება თუ არა სიმართლეს მათი ყოფილი თანამშრომლები პოსტი.  „დეგუსტოს“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსის უფროსის დოდო სალაყაიას თქმით, თანამშრომლებს ხელფასი არ დაქვითვიათ, კომპანიამ 20% დროებით, ვერ გადაუხადა რადგან მისი თქმით, „დეგუსტოს“ სრული ხელფასის ანაზღაურებისთვის საკმარისი სახსრები არ გააჩნია.

 


 „ჩვენს თანამშრომლებს აქვთ როგორც ფიქსირებული ანაზღაურება, ასევე ერიცხებათ  ბონუსები, რომლებსაც იღებენ მუშაობის შესაბამისად. მოგეხსენებათ, ამ პერიოდში არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს ბიზნესს. რაც შეეხება ფიქსირებულ ხელფასს და მის ანაზღაურებას, არ დაქვითულა ის 20% რაზეც საუბრობენ, უბრალოდ დროებით ვერ იხდის კომპანია და ამის შესახებ სიტყვიერი შეთანხმება გვქონდა თანამშრომელბთან. ხვალ კი ამ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტზე ხელს მოაწერენ და ყველაფერი იქნება  კანონის გათვალიწინებით.“-ამბობს დოდო სალაყაია.

 

 კომპანიების მხრიდან  თანამშრობლობისთვის ხელფასის დაქვითვას საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებში აფასებენ. გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ამბობს, რომ დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს ხელფასი დააკლოს. მისი თქმით, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ხელფასი.

 

 „ხელფასის დაკლების უფლება კომპანიას არ აქვს თუ ამის წინაპირობა არ არსებობს. ასეთ ვითარებაში კორონავირუსი ამის წინაპირობა არ არის. თუ ადამიანი მუშაობს და ხელფასი არის შეთანხმებული  მას ევალება ზუსტად იმ ოდენობის ხელფასი გადაიხადოს და ვერანაირი კორონავირუსით თავს ვერ იმათლებს. ეს  ეხება როგორც საჯარო ისე კერძო სექტორს.  თუ საბონუსე სისტემა იყო მაშინ ბუნებრივი პროცესია,  მაგრამ თუ ფიქსირებულია ხელფასი  ამის უფლება დამქირავებელს არ აქვს. ჩვენ ხშირი მომართვიანობა გვაქვს, რომ არ  უნაზღაურებენ დისტანციური მუშაობის საათებს, თვითიზოლაციის ხარჯებს, ასეთი მომართვები გავქვს.“-ამბობს რაისა ლიპარტელიანი.

 

შექმნილი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში სოციალური ქსელის მეშვეობით მოსახლეობა  „ფრესკოს“ ჰიპერმარკეტსაც სდება. მომხმრებელის თქმით, ფასები გაზარდეს, „კარფურმა“,  მაღაზიათა ქსელმა „ორმა ნაბიჯმა“ „ნიკორამ“ და სხვა მაღაზიებმაც.

 

 ჰიპერმარკეტების ქსელი „ფრესკოს“ დამფუძნებელი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ურჩევს არ აყვს პანიკას, რადგან ამის საფუძველი არ აქვთ. მისი თქმით, კომპანია მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას ნებისმიერ პერიოდში შეძლებს.

 

 „ძვირფასო მომხმარებლებო  თუ გინდათ დამიჯერეთ თუ არადა აყევით იმ პანიკას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.  „ფრესკოს“  აქვს სასურსათო მარაგი,  ამისკენ მივმართეთ ჩვენი ფინანსები, არც ერთ დღეს არ ყოფილა „ფრესკოში“ დახლები ცარიელი. თუ ამის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით წინასწარ ამასაც გავხდით საჯაროს. ნუ აყვებით პანიკას, ნუ აკეთებთ ამხელა შენაძენებს და ნუ ხარჯავთ ზედმეტად ფულს იმაში რისი მარაგიც არ გჭირდებათ. მიუხედავად ჩაკეტილი საზღვრებისა საჭმლის მარაგის შემოტანა შესაძლებელია. მე გულახდილი ვარ თქვენს წინაშე და გეტყვით, რომ ფასები შეიძლება შეიცვალოს ისიც იმიტომ რომ ლარი უფასურდება.“-ამბობს ვასილ სოფრომაძე.

 

 საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც საუბრობს. ნათია თურნავა  კომპანიებს მოუწოდებს, რომ არავინ ისარგებლოს შექმნილი ვითარებით, აჟიოტაჟური მოთხოვნით და არ აიწყოს ბიზნესგეგმები საერთო გაჭირვებაზე. მინისტრი აცხადებს, რომ  უწყება ამ პროცესს მკაცრად გააკონტროლებს.

 

„ კომერსანტი“ გთავაზობთ, რამდენიმე მომხმარებლის სტატუსს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რა რთული პრობლემების წინაშე დააყენა ქვეყანა ახალმა კორონავირუსმა.



ნათია ლომიძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up