კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, დანიაში ახალი შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
დანიაში მკაცრი ლოკდაუნის რეჟიმი დეკემბერში ამოქმედდა. ლოკდაუნის ფარგლებში დაიხურა ბარები, რესტორნები და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები.
„მუტაცია ისეა გავრცელებული, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია შევაყოვნოთ ის და დრო გავწელოთ, რომ უფრო მეტი ადამიანის ვაქცინაცია შევძლოთ“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.
ახალი შეზღუდვები მოიცავენ საზოგადოებრივი თავშეყრის ლიმიტის ხუთ ადამიანამდე შემცირებასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში, დისტანცირების (2 მეტრი) წესის დაწესებას.
დანიაში კორონავირუსის მუტაციის შედეგად ვირუსის ახალი შტამი 23 დეკემბერს აღმოაჩინეს.
imedinews.ge