კორონავირუსის ახალმა შტამმა ბრიტანეთი პანიკაში ჩააგდო

კორონავირუსის ახალმა შტამმა ბრიტანეთი პანიკაში ჩააგდო

access_time2020-12-21 20:00:16

სავარაუდოდ კორონავირუსის ახალი შტამი ბრიტანეთში ჯერ კიდევ სექტემბერში გამოჩნდა, თუმცა, აქტიური გავრცელება მხოლოდ ნოემბერს შუა რიცხვებიდან დაიწყო - ნათქვამია ბრიტანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის განცხადებაში.


მეცნიერებმა გენეტიკური ჯაჭვების შესწავლის გზით, კორონავირუსის ახალი შტამის წარმომავლობა შეისწავლეს.


„ეს ვირუსი სექტემბერში გაჩნდა, თუმცა, ნოემბრის შუა რიცხვებამდე ამ შტამით დაინფიცირება ძალიან იშვიათი იყო. ახალი ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევები ნოემბრის ბოლოს დადგინდა, როდესაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური კენტის საგრაფოში კვლევას ატარებდა - რატომ არ ხდებოდა ამ რეგიონში დაინფიცირების ინტენსიურობა შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად? მოგვიანებით ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ კორონავირუსის ეს ვარიანტი კენტიდან საგრაფო ესექსში და ლონდონში სწრაფად გავრცელდა“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


ახალ ვირუსთან დაკავშირებით ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ არის  - უკვე დადგენილია, რომ ის ძველ ვირუსთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა, არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ დაავადება უფრო მძიმედ მიმდინარეობას, ან მეტ სიკვდილიანობას იწვევს - ამბობენ ბრიტანელი მეცნიერები.


 ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროში ახალი ტიპის კორონავირუსის აღმოჩენის თაობაზე 14 დეკემბერს განაცხადეს.


სამეფოს მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა, რომ ის SARS-CoV-2-ზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, კორონავირუსის ახალი გენეტიკური ვარიანტი ძველზე 70%-ით უფრო გადამდებია.


კორონავირუსის ახალი, სავარაუდოდ, უფრო საშიში და აგრესიული შტამის გავრცელების გამო, ბრიტანეთის დიდ ნაწილში სრული ლოკდაუნი გამოცხადდა. ლონდონში და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რამდენიმე რეგიონში მოქალაქეებს შობაზე ოჯახებში შეკრება აუკრძალეს.



გარდა ამისა,  ადამიანებს შორის შეხვედრები შეიზღუდა - ყოველ მოქალაქეს მხოლოდ 1 ადამიანთან, ისიც ღია სივრცეში, შეხვედრის უფლება აქვს.


ახალი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო აგრესიული და საშიში ვირუსის აღმოჩენის მიზეზით ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ, ლონდონი ქაოსმა და პანიკამ მოიცვა - ქალაქის მოსახლეობა შედარებით  უსაფრთხო რეგიონებში გამგზავრებას ცდილობდა.


გზებზე უზარმაზარი საცობები გაჩნდა, სარკინიზგო სადგურები ადამიანებით გაივსო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თავისი თანამოქალაქეების საქციელი   „სრულ უპასუხისმგებლობად“ შეაფასა.


მისი თქმით, მთავრობა შობის დღეებში შეზღუდვების შერბილებას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ ამ გეგმებზე უარი თქვა.

 

ამ დროისთვის სრული ლოკდაუნის პირობებში 16 მლნ. ბრიტანელი ცხოვრობს.  ჯანდაცვის მინისტრის მეტ ჰენკოკის თქმით, შესაძლებელია ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს, და ქვეყნის მოსახლეობის მესამედს სახლიდან გასვლაც კი აეკრძალოს.


მაქსიმალური შეზღუდვების ზონებში, მათ შორის ლონდონში დაიხურა თითქმის მთელ მომსახურეობის სფერო, სასურსათო მაღაზიებს და აფთიაქების გარდა.


„ჩვენ გვესმის, რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი ბიზნესისთვის, თუმცა, ჩვენ ამ ზომებს და ადამიანებს ჯანმრთელობისთვის მასობრივ ზიანს შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს“  - განაცხადა მეტ ჰენკოკმა.


ახალმა შტამმა უკვე სხვა ქვეყნებშიც შეაღწია - კერძოდ, დანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში და სამხრეთ აფრიკაში.


საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ევროკავშირის ქვეყნებში ბრიტანეთთან საზღვრების დახურვას აპირებენ. ამის თაობაზე ცალკეულმა სახელმწიფოებმა უკვე განაცხადეს, თუმცა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კიდევ უფრო შორს წავიდა - მისი თქმით, ბრიტანეთთან საზღვარი მთლიანად ევროკავშირმა უნდა დაკეტოს.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up