„კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული, რომელიც ხელიდან ხელში ტრიალებს“-გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი

„კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული, რომელიც ხელიდან ხელში ტრიალებს“-გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი

access_time2020-03-02 17:30:11

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს,რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბევრად მეტ ადამიანს აქვს კორონა ვირუსი (COVID -19) ვიდრე უკვე აღმოჩენილი შემთხვევებია. ვფიქრობ, რომ ასე 2+ კვირაში ვიხილავთ ვირუსის გავრცელების ბევრად დიდ არეალს.ადამიანების გენომი მხოლოდ 1% -თ შეიცვალა 8 მილიონი წლის მანძილზე, ესეც ევოლუციის შედეგად.


COVID-19 კი ამ ცვლილებას 1 - 2 დღის განმავლობაში განიცდის. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ძალიან მარტივად და დიდი სიჩქარით გავრცელდება.


ანუ, თუ ერთ ადამიანს მაინც აღმოაჩნდა ვირუსი, შემდეგ მისი გავრცელება აუცილებლად მოხდება. აქ საკითხი არ დგას გავრცელდება თუ არა. მთავარი კითხვა არის რამდენად ფართოდ გავრცელდება და როდის.რასაც ყველა ძალიან მალე ვნახავთ იქნება გაზრდილი საკარანტინო ადგილები და ადამიანები, რომლებიც დამალავენ ავადმყოფობის სინდრომებს მოტაცების შიშით.


არ ვხუმრობ. სამწუხაროდ, არაკომპეტენტური და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სურვილის არ მქონე პერსონალის გამო ადამიანებს ფაქტიურად იტაცებენ და აიძულებენ გადავიდნენ ,,კარანტინში, კვალიფიციური შეფასების და სინდრომებზე დაკვირვების გარეშე. ეს ძალიან ცუდია და აფუჭებს საქმეს.


რადგან სინდრომების შეფასება ვახსენე, უნდა ავღნიშნოთ, რომ არსებობს CDC-ს შეფასების კრიტერიუმები (ეს კრიტერიუმები ყველა ქვეყნის CDC-ებისთვის ერთნაირია) და ადამიანების COVID-19 ზე ტესტირება მათ მიერ, მხოლოდ ამ დადგებილი შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ხდება.სამწუხაროდ, არსებობენ პაციენტები, რომლებიც ამ კრიტერიუმების მიღმა რჩებიან და მაინც აღმოაჩნდათ COVID-19. ანუ CDC-ის შეფასების კრიტერიუმები იყო არასწორი. კალიფორნიაში პაციენტის მაგალითი არის ამის ნათელი დემონსტრირება. ამიტომ ხდება შეფასების კრიტერიუმების მუდმივი განახლება.


COVID-19 ტესტი:


აშშ -ს CDC-ის შექმნილი პირველი ტესტი იყო რთული, მაგრამ არაფერი შეუძლებელი და გაუკეთებელი. ამ ტესტთან მიმართებაში იყო პრობლემები, რადგანაც ახალი ტესტია ქვეყნები ნელ-ნელა ეჩვევიან მის ჩატარებას და შედეგების მიღებაც მარტივდება. თუმცა ამას სჭირდება დრო და მუშაობა.


ტესტი იკვლევს ვირუსის გენომის იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე ხშირად მუტაცია ახასიათებს. ანუ ტესტის ერთ-ერთი მიზანი არის ვირუსზე დაკვირვება და მუტაციის აღმოჩენის შემთხვევაში დროული რეაგირება.


CDC-ის ტესტის პარალეურად საერთაშორისო ბიოტექნოლოგიურმა გიგანტებმა შექმნეს COVID-19 არაერთი ტესტი.ეს ტესტები CDC-ის ტესტისგან ძირითადად განსხვავდება იმით, რომ იკვლევენ ვირუსის გენომის რამდენიმე ნაწილს. იკვლევენ იმ ნაწილებს, რომლებიც იწვევს ადამიანების ვირუსით დაავადებას.


დღეს, ტესტირებასთან მიმართებაში არსებობს ორი მიდგომა:


1) კორონა ვირუსზე ტესტირება ხდება CDC შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ (გამოხატული სიმპტომებით) ან


2) CDC შეფასების კრიტერიუმების გარეშე, პირადი სურვილით, დამსაქმებლის მოთხოვნით და ა.შ.

ტესტირებასთან მიმართებაში არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს რაიმე ექსკლუზივი.


ყველა ჩვენგანს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს როდის უნდა ტესტის ჩატარება და სად.


ახლა რაც შეეხება გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიას®.


ეს არის კერძო ორგანიზაცია, შექმნილი კერძო კაპიტალით და არა უცხოური ინვესტიციით. ეს ლაბორატორია ნულიდან დღემდე ჩემი ხელით მაქვს ნაშენები, ჩემი დროის და რესურსის უმეტესი ნაწილი ამაზე მაქვს დახარჯული და ძალიან ვამაყობ ამ საქმით. ამ ლაბორატორიის შექმნას უამრავი ადამიანის შრომა და ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი დასჭირდა.


დღეს ჩვენ ვართ რეგიონში გამორჩეულად მაღალი დონის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მაღალი დონის მატერიალურ ტექნიკური ბაზის მქონე, საერთაშორისო აღიარების და სერტიფიცირების მქონე ლაბორატორია, რომელიც ქმნის საერთაშორისო პროდუქტებს და ახალი შესაძლებლობებს საქართველოში მოლეკულური/გენეტიკური კვლევების მიმართულებით. ჩვენი პარტნიორები ბრიტანული და ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიები არიან. უკვე მიღწეულ შედეგებზე ახლა არ ვისაუბრებ.


ამ ლაბორატორიის დაარსების ერთ-ერთი მიზანი საქართველოს გენეტიკური რუქის შექმნაა. ეს საშუალებას მოგვცემს გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია იმ გენეტიკური დაავადებების (ვარიანტების) შესახებ რაც ჩვენთვის არის მახასიათებელი.


შემდგომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნება ისეთი რთული საკითხების უკეთ გადაწყვეტა, როგორიც, მაგალითად ფართოდ გავრცელებული ონკოლოგიური პრობლემა და მასზე რეაგირებაა.


გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია®, მის პარტნიორებთან ერთად დღეს რამდენიმე საერთაშორისო ტესტ სისტემას ქმნის, რომელიც ძალიან მალე საერთაშორისოდ იქნება ხელმისაწვდომი. დეტალებზე საუბარის უფლება არ მაქვს ამიტომ მეტს ვერ ვიტყვი ამის შესახებ.


გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში® ტარგეტული სექვენირების გარდა, შესაძლებელია სრული გენომის სექვენირება და De Novo ვარიანტების აღმოჩენაც btw :)


ამის გარდა, ჩვენთან ფაქტიურად ყველა იმ მოლეკულური /გენეტიკური ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი რაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს კარგად იციან იმათ ვისთანაც ვთანამშრომლობთ.


ახლა რაც შეეხება COVID-19 ტესტს. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია® ამ ეტაპზე იყენებს ამერიკული და ბრიტანული წარმოების ტესტებს. ტესტი არის საკონფირმაციო - ანუ დამადასტურებელი ტესტი ( COVID-19 ) ახალ კორონა ვირუსზე.ერთ კვირაში წესით მზად იქნება ტესტი, რომელიც COVID-19 თან ერთად შეამოწმებს სხვა რესპირატორულ ინფექციებსაც და ჩვენს მომხმარებლებს ეცოდინებათ თუ რა ინფექცია აქვთ - ზუსტად.


ყველა რეკომენდაციის მიხედვით არასაჭირო კონტაქტები და შეკრებები/ვიზიტები ნიშნავს რისკის მატებას, რომ ვირუსი შეგხვდებათ, ამიტომ რეკომენდირებულია მათი მინიმუმამდე დაყვანა.


COVID-19 ტესტირებისთვის გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში მოსვლა არ არის საჭირო. ლაბორატორიაში არ ხდება ნიმუშის აღება ან მომხმარებლების/პაციენტების მიღება. ლაბორატორიაში ხდება მხოლოდ კვლევა.COVID-19 ტესტისთვის მასალის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ ჩაწერით და გამოძახებით.


გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში ტესტი არის ფასიანი.


პოლიციელების, მებაჟე ოფიცრების, სამედიცინო პერსონალის და მათი ოჯახების მიმართ ჩვენი პატივისცემის გამოხატვის მიზნით, მე და ჩემი პარტნიორი შევთანხმდით, რომ შევქმნათ განსხვავებული პირობები რადგანაც ისინი საკუთარი თავის რისკის ფასად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას. მადლობა მათ ამისათვის.


მე მიმაჩნია, რომ დაუშვებელია ადამიანების შეცდომაში შეყვანა და მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ბიზნესი უნდა იყოს პასუხისმგებლიანი და გავლენებისგან თავისუფალი.


პ.ს. ძალიან ბევრი ადამიანისგან მოვისმინე, რომ სპირტით იბანენ ხელებს - ამით „იცავენ“ ვირუსისგან თავს.ეს არ გააკეთოთ, სპირტი არის კარგი ფიქსატორი და ხელების სპირტით დაბანას მხოლოდ უარყოფითი შედეგი ექნება.გამოიყენეთ მხოლოდ ქარხნული წარმოების ხელის დეზინფექტანტი.


კიდევ ერთი: ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო არის ფული, რომელიც ხელიდან ხელში ტრიალებს“-წერს ჩალაძე. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up