კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, იტალიის მთავრობა ახალი შეზღუდვების დაწესებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ვაქცინირებულები პირებისთვის კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება ხალხმრავალ ადგილებში შესასვლელად სავალდებულო შეიძლება გახდეს.
კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხის ჩვენება ასევე საჭირო შეიძლება გახდეს კინოთეატრებსა და თეატრებში შესასვლელად.
25 ნოემბერს, იტალიის მთავრობამ არავაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გაამკაცრა.
imedinews.ge