კორონავირუსის პანდემიის გამო უიმბლდონის ტურნირი გაუქმდა. ამის შსახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian ავრცელებს.
ტურნირი დიდ ბრიტანეთში 29 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა გამართულიყო. როგორც ტურნირის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ტურნირი 202წ1 წელს გაიმართება.
უიმბლდონის ტურნირი მსოფლიოში უძველესი საჩოგბურთო ტურნირია, რომელიც 1877 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლონდონის უბანში უიმბლდონში. უიმბლდონი დიდი სლემის ოთხიდან ერთ-ერთი ტურნირია და ერთადერთი, რომელიც ბალახის საფარის კორტებზე ტარდება.
imedinews.ge