კორონავირუსის პირობებში ჰერბიას სასათბურე მეურნეობა გაორმაგებულად მუშაობს

კორონავირუსის პირობებში ჰერბიას სასათბურე მეურნეობა გაორმაგებულად მუშაობს

access_time2020-04-18 20:00:54

კორონავირუსის მიუხედავად ჰერბიას სასათბურე მეურნეობაში სამუშაო პროცესი გაორმაგებულად მიმდინარეობს. მოთხოვნა გაზრდილია მწვანილზე, ხოლო მეურნეობა დიდი მოთხოვნის პირობებშიც მოსახლოების დაკმაყოფილებას ახერხებს.

 

ჰერბიას სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელი ზურაბ ჯანელიძის თქმი, საწარმო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და თანამშრომლების რაოდენობაც უცვლელია.

 

„ჩვენთან არაფერი შეცვლილა, როგორც ახლა გასულ პერიოდშიც, გარდა დისტანციისა ყველა იმ წესს ვიცავდით რაც დღესაა დადგენილი ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. შესაბამისად ამ მხრივ არანაირი სიახლე არ ყოფილა ჩვენთვის.

არ გვქონია ცვლილებები თანამშრომლების კუთხით, ყველა ის ადამიანი რომელიც აქამდე მუშაობდა ჩვენს კომპანიაში დღესაც განაგრძნობს საქმიანობას. რაც შეეხება ახალ დასაქმებულებს, ვაკანსია გვაქვს თუმცა თავს ვიკავებთ მიღებისგან, რადგან არ ვიცით უცხო პირის ისტორია, ამიტომ ამ საკითხში ძალიან ვფრთხილობთ.

რაც შეეხება პროდუქტის მოთხოვნა მიწოდებას, გაორმაგდა. მოთხოვნა საკამოდ მაღალია და ჩვენ ვახერხებთ, მარაგების არსებობის გამო დავაკმაყოფილოთ ყველა მომხმარებელი.


 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ არანაირი გეგმა არ გვაქვს, პირველი და მნიშვნელოვანი საკითხია ყველამ ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი, რომ ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში.“-ამბობს ზურაბ ჯანელიძე.

 

 

შეგახსენებთ, რომ ჰერბიას სასათბურე მეურნეობაში წელიწადში დაახლოებით 1200 ტ მწვანილი მოჰყავს. პროდუქციას კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ყიდის. მეურნეობაში დასაქმებულია 150 ადამიანი.

 


„ჰერბიამ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შექმნა, სადაც სხვადასხვა ჯიშის მწვანილი მოყავთ. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 3 მლნ ლარი შეადგინა, 592 000 ლარი გრანტია, 1,05 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.


ნათია ლომიძე


თეგები:
ჰერბია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up