სპექტაკლი ანტრაქტის გარეშე, მაყურებლები პირბადეებით და გამოტოვებული ადგილები დარბაზში - თეატრები ახალი რეგულაციებით იხსნებიან

სპექტაკლი ანტრაქტის გარეშე, მაყურებლები პირბადეებით და გამოტოვებული ადგილები დარბაზში - თეატრები ახალი რეგულაციებით იხსნებიან

access_time2020-09-01 10:00:07

საქართველოში თეატრები 1 ოქტომბრიდან გაიხსნება. Covid-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების გათვალისწინებით, თეატრები გახსნისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ.

რეგულაციები ამჟამინდელი სახით, მოითხოვს თეატრებში დეზობარიერს, სადეზინფექციო პროცედურებს, პირბადესა და თითო სკამის გამოტოვებით მაყურებლის განთავსებას  ეს ყველაფერი თეატრში სტუმრების შესაშვებად აუცილებელი წინაპირობაა.

 „სამეფო უბნის თეატრის“ ტექნიკური რეჟისორის მაია სახლთხუციშვილის განცხადებით, სივრცე გასახსნელად მზად არის და ყველა რეგულაცია თეატრს გათვალისწინებული აქვს.


„ყველა რეგულაციის გათვალისწინებით, გახსნისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. მაყურებლებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი, დეზინფექცია, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება და  დარბაზში ერთი ადგილის გამოტოვებით მოვათავსებთ. ჩვენ ყველა რეგულაციას დავიცავთ და სავარაუდოდ 1 ოქტომბრიდან შევუდგებით საქმიანობას.“ - აღნიშნავს მაია სახლთხუციშვილი.


განსხვავებული მოლოდინი აქვთ „ათონელის თეატრში“, სადაც თეატრის ადმინისტრატორი ნატო მჭედლიშვილი არსებული სიტუაციის გამო ბილეთის ღირებულების სავარაუდო ზრდაზე საუბრობს. 


„მზად ვართ გახსნისთვის, თუმცა თუ ერთი სკამის გამოტოვებით მოგვიწევს სტუმრების განთავსება, ასეთ შემთხვევაში, ბილეთის ფასი თავისთავად გაიზრდება.  თუმცა, ამ რეგულაციაზე ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს და შეიძლება შეიცვალოს.  


რაც შეეხება პირბადეებს, ჩვენთან ერთმოქმედებიანი სპექტაკლებია და მაქსიმუმ 1 საათი და 10 წუთი გრძელდება, გვაქვს ვენტილაცია და სპექტაკლის დროს ჩახუთულობა არ იქნება,  - აცხადებს ნატო მჭედლიშვილი.


როგორც „კომერსანტს“ ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ განუცხადა, სახელმწიფო თეატრებმა ბილეთის ფასი არ უნდა გაზარდონ.


„ვფიქრობთ ძალიან ბევრი მაყურებელი გვეყოლება, რადგან სოციალურ ქსელში დაინტერესებულ პირებს აქტიურად ვეკონტაქტებით. ბევრი იწერება სპექტაკლების შესახებ  და ერთი კვირის თავზე მათ ოქტომბერ-ნოემბრის რეპერტუარს მივაწოდებთ.

რაც შეეხება რეგულაციებს, ეს მსოფლიოს მასშტაბით ასე ხდება. ჩემი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნებში უკვე მონაწილეობენ წარმოდგენებში შესაბამისად, არც ჩვენ შეგვაფერხებს ეს სიტუაცია სპექტაკლების ჩასატარებლად.

ერთი სკამის გამოტოვების შემთხვევაში მაყურებლის განთავსების გამო, ბილეთის ფასი არ უნდა გაიზარდოს, რადგან ამ რეგულაციებს მუდმივი სახე არ აქვს. ეს არის გარკვეული პერიოდი და რადგან ჩვენ  ქართველ მაყურებელს ვემსახურებით, ბილეთის ფასი მათი ბიუჯეტიდან გამომდინარე უნდა იყოს და არა კორონა-რეგულაციიდან.

 მაყურებელი მონატრებულია თეატრს და ჯობია იგივე ფასში მივაწოდოთ პროდუქტი, განსაკუთრებით სახელმწიფო თეატრებმა, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. კერძო თეატრებმა უნდა გაზარდონ ფასი, რადგან ისინი მხოლოდ თავის შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი. რა თქმა უნდა, ჩვენც ვართ შემოსავალზე დამოკიდებული, მაგრამ საბაზისო ბიუჯეტს (ხელფასს, კომუნალურ ხარჯებს და. ა.შ) სახელმწიფო უზრუნველყოფს. შესაბამისად, ჩვენი თეატრი ბილეთის ფასს არ გაზრდის.“ - განმარტავს ირაკლი გოგია.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში თეატრები გარკვეული შეზღუდვებით 1 ოქტომბრიდან გაიხსნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა შენობაში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, დაწესდა სპექტაკლის ხანგრძლივობის 3  საათიანი ზედა ზღვარი, ხოლო მაყურებლები დარბაზში თითო სკამის გამოტოვებით დასხდებიან.


სავალდებულო იქნება სკრინინგის განხორციელება და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. 5 კვადრატულ მეტრზე მოხდება 1 ადამიანის დაშვება და განისაზღვრება ღონისძიების ზედა ზღვარი, ეს არის 3 საათი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის როგორც შენობაში შესვლის, ასევე დატოვების პროცესს. ღონისძიება უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე.


ანი ცარციძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up