კორონავირუსმა აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩაშალა

კორონავირუსმა აფხაზეთში ტურისტული სეზონი ჩაშალა

access_time2021-07-15 19:00:32

ტურისტული სეზონის პიკზე აფხაზეთის პლაჟები მთლიანად თუ არა, დიდწილად მაინც დაცარიელდა.

 

საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის ტურისტული ინდუსტრია ნაკადის ზრდას თურქეთის „დახურვის“ და კრასნოდარის მხარეში რეგულაციების გამკაცრების გამო ვარაუდობდა, თუმცა, მოლოდინები არ გამართლდა - კორონავირუსით ინფიცირების კუთხით აფხაზეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ლიდერი გახდა.

 

სადღეისოდ აფხაზეთში დაავადებულთა ჯამურმა რაოდენობამ 19 000-ს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ – 270-ს მიაღწია - ეს ძალიან დიდი ციფრებია აფხაზეთისთვის, რომლიც მოსახლეობაც 180 000-ს არ აღემატება.

 

ამჟამად კოვიდ-დაავადებულებს 5 კლინიკაში მკურნალობენ, ყველაზე დიდი დატვირთვა კი გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალზე მოდის. სწორედ იქ არის აფხაზეთში ერთადერთი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელსაც კორონავირუსის დროს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ეს აპარატი ხან მუშაობს, ხან არა - მაგალითად, დღეს ის მწყობრიდანაა გამოსული - ელექტროქსელებში ძაბვის ვარდნის გამო. მის აღდგენაზე ბელარუსი სპეციალისტები მუშაობენ.

 

აფხაზი ექიმების თქმით, ინფიცირების ზრდას ხელს ადგილობრივი მოსახლეობის წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა უწყობს - აფხაზები პირბადეებს არ ატარებენ, დისტანციას არ იცავენ, ქორწილები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები ჩვეულებრივად ტარდება.

 

რაც შეეხება ვაქცინაციას, დიდი პროგრესი არც ამ მიმართულებითაა - აპრილში რუსეთმა აფხაზეთს 6500 დოზა ვაქცინა მიაწოდა, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ ამოიწურა, ახალი პარტია კი, უკეთეს შემთხვევაში, აგვისტოში იქნება.

 


ადრე აცრაზე დიდი მოთხოვნა არ იყო, მაგრამ დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდის პირობებში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. ეს ერთგვარი აფხაზური პარადოქსია - ადამიანები დაავადებას სერიოზულად აღიქვავან და ვაქცინაციას ელოდებიან, მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოების არანაირ ზომებს არ იცავენ.

 

სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ აფხაზეთის პლიაჟები და ბუნების სილამაზე რუს ტურისტებს ამ ეტაპზე არ იზიდავენ.

 

საბოლოო ჯამში, აქტიური ტურისტული სეზონი ადგილობრივებისთვის შორეულ ოცნებად რჩება. თუმცა, ტურიზმის ე.წ. სამინისტროს პროგნოზით, წელს აფხაზეთი ჩასულ ტურისტთა რაოდენობა 500 000-ს მაინა მიაღწევს. ეს 2-ჯერ ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აფხაზეთში ტურისტების რაოდენობის ზრდას აფერხებს - კრიმინოგენური მდგომარეობაა, რომელიც ტურისტული სეზონის პერიოდში, როგორც წესი, მწვავდება. სეზონი ჯერ ახალი დაწყებული იყო, როდესაც ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ორი რუსი ტურისტი პირდაპირ სასტუმროს რესტორანში ჩაცხრილა.

 

მართალია, აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავჯდომარე სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ კრიმინოგენური ვითარება წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ეს რუსი პოტენციური ტურისტებისთვის მაინცა და მაინც სარწმუნოთ არ ჟღერს.

 

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი განაცხადა, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების ახალ გეგმაზე დაიწყო მუშაობა, თუმცა, ასეთი გეგმები აქამდეც მრავლად იყო და ყველა უშედეგო.

 

ასე რომ, კრიმინალს, ცუდ მომსახურეობას, ფასების გაბერვას და სხვა არასასიამოვნო ფაქტორებს მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაც დაემატა.

 

ამჯერად აფხაზებს ზამთრის სეზონის იმედი აქვთ, როდესაც, როგორც ისინი ამბობენ, „კორონა წავა - ტურისტი მოვა“. თუმცა, სავარაუდოდ, არ მოვა, ყოველ შემთხვევაში, ფინანსურად მნიშვნელოვანი რაოდენობით.

 

rosbalt.ru

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up