რუსეთმა კოსმოსში კიდევ ერთი მარცხი განიცადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო თანამგზავრი ისე ჩამოვარდა, რომ კოსმოსში ორი სრული თვეც კი ვერ იმუშავა. თანამგზავრი «Космос-2560» ორბიტაზე გავიდა თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწვა.
«Космос-2560» რუსეთმა 15 ოქტომბერს გაუშვა. თანამგზავრის ფუნქცია და მიზნები რუსულ მხარეს არ დაუსახელებია, თუმცა სპეციალისტების განმარტებით მოწყობილობა დაზვერვისთვის გამოიყენებოდა და კოსმოსიდან რუსული სამხედრო ძალებს უნდა დახმარებოდა, კერძოდ სხვადასხვა ინფორმაციის მიეწოდებინა ომის მსვლელობისას.
საინტერესოა, რომ ამ სერიის წინა რუსულ თანამგზავრსაც იგივე ბედი ეწია. 18 მაისს აშშ-ის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობამ განაცხადა, რომ რუსული თანამგზავრი, Космос-2555 ატმოსფეროში დაიწვა. ის 29 აპრილს გაუშვეს.