კოსოვომ ევროკავშირში წევრობაზე ოფიციალურად შეიტანა განაცხადი. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხუთშაბათს კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, ალბინ კურტიმ ევროკავშირში ქვეყნის წევრობის განაცხადის ხელმოწერილი საბუთი ჩეხეთის ევროპული საქმეების მინისტრს, მიკოლაშ ბეკს გადასცა, რომლის ქვეყანაც თავმჯდომარეობს ევროკავშირის საბჭოს.
“ჩვენ არ გვინდა არც უკანა ეზოში ყოფნა, არც აჩქარება. ჩვენს მიწაზე, ჩვენს ხალხთან გვინდა ევროკავშირის აშენება”, - თქვა კურტიმ განაცხადის გადაცემის შემდეგ.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს კოსოვოს ლიდერებმა ხელი მოაწერეს განაცხადის დოკუმენტს და აღნიშნეს, რომ ეს “ისტორიული” მომენტია.