კოსოვოსა და სერბეთს შორის ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

კოსოვოსა და სერბეთს შორის ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

access_time2022-11-22 08:30:13

კოსოვოსა და სერბეთს შორის ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით მანქანების სანომრე ნიშნების აკრძალვის საკითხზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ევროკავშირი მხარეებს შესაძლო ესკალაციისა და ძალადობის შესახებ აფრთხილებს.

როგორც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ბორელის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ევროკავშირის ინიციატივა მიიღო, თუმცა მასზე უარი თქვა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.

„მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებიც დილის 08:00 საათიდან გრძელდებოდა, ორი მხარე გამოსავალზე ვერ შეთანხმდა. ვფიქრობ, რომ არის დიდი პასუხისმგებლობა დღევანდელი მოლაპარაკებების ჩავარდნისთვის, ნებისმიერი ესკალაციისა და ძალადობისთვის, რომელიც შეიძლება, მოხდეს ადგილზე მომდევნო დღეებში. გამჭვირვალობისთვის, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ წარვადგინეთ შეთავაზება, რომელსაც შეეძლო სარისკო სიტუაციის თავიდან აცილება, რომელიც დღეს მიიღო პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და რომელზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა პრემიერ-მინისტრმა კურტიმ“, – განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, აცნობებს ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ორი ქვეყანა უპატივცემულობას იჩენს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების მიმართ და აღნიშნა, რომ კოსოვოსა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვის გათვალისწინებით, ისინი შესაბამისად უნდა მოქმედებდნენ.

„სერბული მხარე იყო სრულიად კონსტრუქციული და ჩვენ მივიღეთ ტექსტები, რომლებიც შეიცვალა ათჯერ, თუმცა ალბანურ მხარეს არ სურდა არაფრის მიღება, ის მუდმივად ამატებდა რამეს, რაც აშკარად შეუძლებელი იყო“, – განაცხადა ვუჩიჩმა მედიასთან.

თავის მხრივ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთთან ურთიერთობების სრული ნორმალიზების აუცილებლობის შესახებ განაცხადა.


„ჩვენ ვერ ვიქნებით უპასუხისმგებლოები და ვერ დავტოვებთ უყურადღებოდ არსებით საკითხებს. ჩვენ ვერ ვიქცევით სახელმწიფო ლიდერებად, რომლებიც აგვარებენ მხოლოდ მანქანების სანომრე ნიშნების საკითხებს და არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მოხდეს მათი ურთიერთობების ნორმალიზება“, – განაცხადა კურტიმ.

მიმდინარე წლის ზაფხულში კოსოვომ სერბული სანომრე ნიშნების მანქანების შესვლა აკრძალა, რასაც კოსოვოში მცხოვრები სერბების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. ვითარების დასტაბილურებისთვის, პრიშტინამ რეგულაციის ამოქმედება რამდენჯერმე დროებით გადადო. ამჟამად კოსოვოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი წესი 22 ნოემბრიდან ამოქმედდება.

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე – რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.


1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up