„კოვაქსის“ ინიციატივის წარმომადგენლები მოუწოდებენ მთავრობებს, თანაბრად უზრუნველყონ ვაქცინით ყველა ადამიანი და თავი აარიდონ ორსაფეხურიანი მგზავრობისა და ვაჭრობის რეჟიმის შემოღებას.
როგორც ვაქცინების გაზიარებას მომუშავე ინიციატივის წარმომადგენლები აცხადებენ, პირველი ივლისიდან ევროკავშირში ამოქმედდა ე.წ. კოვიდსერტიფიკატები, რომლის წარდგენის საფუძველზეც მოქალაქეებს მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ.
მათივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ გაკეთებული ევროპული სამედიცინო სააგენტოს მიერ დამტკიცებული და ავტორიზებული ვაქცინა. ასეთი ვაქცინებია „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასრაზენეკა“ და „ჯონსონი და ჯონსონი“.
1tv.ge