კოვიდ დადებითი მძღოლის გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შავი სიაში მოხვდა

კოვიდ დადებითი მძღოლის გამო ტენდერში გამარჯვებული კომპანია შავი სიაში მოხვდა

access_time2022-01-12 16:00:51

კორონავირუსის გავრცელების შედეგად საქართველოს ეკონომიკას დიდი ზარალი მიადგა, 2020-21 წლებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ბიზნესიც. საქართველოს მთავრობის მიერ გადადმული ნაბიჯებით კერძო სეტორმა  ეკონომიკური მაჩვენებლები გამოსწორდა, თუმცა დაწესებული შეღავათები ყველა ბიზნეს ოპერატორის არ შეხებია.

 


„კომერსანტი“ მოგიყვებათ ამბავს, ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში.

 


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2020 წლის 22 დეკემბერს ძალოვანი სტრუქტურებისთვის განკუთვნილი მაკარონის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. მიმწოდებელ კომპანიას  სხვადასხვა უწყებისთვის ეტაპობრივად, 2021 წლის პირველი იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 224 120 კგ მაკარონი უნდა მიეწოდებინა.

 


შსს „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ - 800 კგ;


შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია - 5 720 კგ;


საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 500 კგ;


შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 40 000 კგ;



შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა“ 80 000 კგ;


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 20 000 კგ;


შსს „სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი“ 1 200 კგ;


შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია 4 950 კგ;


საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 950 კგ;


შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა 70 000 კგ.

 


შესყიდულ 224 120 კგ მაკარონს შორის 47 020 კგ. ვერმიშელი უნდა ყოფილიყო და მიმწოდებელს ერთ კილოგრამში მაქსიმუმ 1.76 ლარი უნდა გადაეხადა. 80 000 კგ სპაგეტი უნდა ყოფილიყო, კილოგრამის ზღვრული ღირებულება 1.93 ლარი უნდა ყოფილიყო, ხოლო 97 100 კგ მაკარონი, რომელშიც მიმწოდებელს კილოგრამში მაქსიმუმ 1.77 ლარი უნდა გადაეხადა.

 


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება  409 000 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს „ვანი როქს“-მა მიიღო და სწორედ მასთან გაფორმდა 407 251 ლარის ღირებულების ხელშეკრულება.



9 თვის განმავლობაში ბიზნეს ოპერატორი ნაკისრ ვალდებულებებს უპრობლემოდ ასრულებდა. როგორც თვითონ გვიყვება, ძალოვანი სტრუქტურებს პროდუქტს განსაზღვრული რაოდენობით დაგვიანების გარეშე აწვდიდა. 2021 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ვანი როქსს“ „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“-სთვის ერთჯერადად უნდა მოეწოდებინა 22 000 კგ. მაკარონი. იმის გამო, რომ გადამზიდი კომპანიის მძღოლს დაუდასტურდა კორონა ვირუსი, სასაზღვრო პუნქტმა იგი ვერ გამოატარა საზღვარზე და რამდენადაც ანალოგიური პროდუქტი ქართულ ბაზარზე არ მოიპოვება, მიმწოდებელმა სააგენტოს სხვა ბრენდის მაკარონი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო უწყებამ სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის და კომპანიის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით მიმართა. კომპანიის მფლობელი შალვა ადეიშვილი გვიყვება, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს, რადგან თვლის, რომ სააგენტომ უსამართლო ბრძანება გამოსცა. ამბობს იმასაც, რომ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას მომავალში აღარ მიიღებს.



„თვეების განმავლობაში კომპანიას არავითარი შეფერხება არ ჰქონია. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში დაგვიკავშირდა „ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო“, რომელმაც დაახლოებით 22 000 კგ. მაკარონი შეგვიკვეთა და მათ პროდუქტი ვერ მივაწოდეთ, რადგან საზღვარზე იყო შეფერხება. ამის გამო, ხელშეკრულება შეგვიწყვიტეს, რაც ჩემი აზრით უსამართლო გადაწყვეტილებაა, რადგან რეალურად, ტენდერით ვისთვისაც უნდა მიგვეწოდებინა პროდუქტი, იმ უწყებებთან ჩვენ შეფერხება არ გვქონია. მაკარონს ყველა სამხედრო ნაწილში და დანაყოფში უპრობლემოდ ვაწვდიდით. სოციალური სერვისების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე საგარანტიო 20 000 ლარი ზარალი მივიღეთ. იმ პერიოდისთვის, როდესაც ხელშეკრულება შეგვიწყვიტეს, პროდუქტის ღირებულება საკმაოდ გაუძვირდათ და ისევ ჩემგან, ამჯერად გადაუდებელი შესყიდვით უნდათ შეძენა, თუმცა თანამშრომლობის სურვილი აღარ მქონდა“, - აცხადებს შალვა ადეიშვილი.

 


მაშინ, როცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო ქვეყანაში შეზღუდვები იყო დაწესებული, გარკვეული ბიზნეს ოპერატორები პრივილეგიებით სარგებლობდნენ და უპრობლემოდ მუშაობდნენ, გარკვეულ ნაწილს გადასახადები ან გაუუქმდათ ან შეუმცირდათ, თუმცა როგორც გაირკვა, ქვეყანაში არიან ისეთი ბიზნეს სუბიექტები, რომელთა ინტერესებიც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი არ არის.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up