კოვიდ-სასტუმროებზე ბიუჯეტიდან ₾109 მილიონზე მეტი დაიხარჯა - დეტალები

კოვიდ-სასტუმროებზე ბიუჯეტიდან ₾109 მილიონზე მეტი დაიხარჯა - დეტალები

access_time2022-03-29 20:19:24

2020 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში კოვიდ-სასტუმროებზე საქართველოს ბიუჯეტიდან 109 276 896 ლარი დაიხარჯა.


რა დაუჯდა ბიუჯეტს კოვიდ-სასტუმროების შენახვა და რა თანხა იხარჯებოდა ერთ ინფიცირებულზე, შესაბამისი ინფორმაცია „ბიზნეს ფორმულამ“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გამოითხოვა.


უწყების ცნობით, ყველაზე მეტი, 73 057 762 ლარი, 2020 წელს დაიხარჯა. 2021 წელს გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 29 651 370 ლარი, ხოლო 2022 წლის პირველი კვარტლის ხარჯმა 6 567 764 ლარი.


2020 წლის მარტიდან დეკემბრის მდგომარეობით საკარანტინო/კოვიდ სივრცედ მიახლოებით გამოყენებული იყო 219 სასტუმრო. 2020 წლის მარტიდან 2022 წლის თებერვლამდე კი 258. სასტუმროს მომსახურებაში შედიოდა: განთავსება, კვება, დეზინფექცია, დაცვა და სამედიცინო მომსახურება.


რაც შეეხება კოვიდ-სასტუმროში ერთ ინფიცირებულზე გაწეულ ხარჯს, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მას შემდეგ, რაც 2020 წლის 21 მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსთვის, ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, 59 ლარი, საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსთვის იყო 25 ლარი.



შემდეგ, ტარიფი საშუალოდ 80, 100 და 120 ლარამდე გაიზარდა. ტარიფის გადახედვის მიზეზად ტურიზმის ადმინისტრაციაში კერძო სექტორის წინაშე არსებულ პრობლემებს ასახელებს, როგორებიცაა: კომუნალური გადასახადების გაზრდა, ქვეყანაში ტურისტული ნაკადის შემოსვლა და ტურიზმის ინდუსტრიის აქტიურად ამოქმედება.


ამასთან, უწყების განცხადებით, როდესაც სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა დაიწყო (2020 წლის 10 მარტიდან) სასტუმროების ნაწილი სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის მაღალი რეპუტაციული რისკის გამო, უარს აცხადებდა პროექტში მონაწილეობაზე. ასევე, სასტუმროების ნაწილი ვერ ახერხებდა პროექტში ჩართვას საჭირო უსაფრთხოებისა და სანიტარიული სტანდარტების არქონის გამო.


აღსანიშნავია, რომ კოვიდ-სასტუმროებთან დაკავშირებულ შესყიდვებში არაერთ დარღვევაზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) თანახმად, მსხვილი კონტრაქტების „ქართული ოცნების“ შემომწირველ სასტუმროებთან გაფორმების ტენდენცია გამოიკვეთა.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, ყველაზე პრობლემური საკითხია ფასების ლიმიტების დადგენის დაგვიანება. გამოიკვეთა, რომ ლიმიტების ამოქმედების შემდეგ, მხოლოდ ერთ სასტუმროში 120 ოთახის დაქირავება ერთი თვით ტურიზმის ადმინისტრაციას 1.1 მილიონი ლარით იაფი დაუჯდა, ვიდრე დადგენილების ამოქმედებამდე იმავე სასტუმროს იდენტური მომსახურება.


აღსანიშნავია, რომ კოვიდ-სასტუმროებში პერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით დარღვევები აღმოაჩინა შრომის ინსპექციამ. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 2021 წელს შემოწმებული 110 კოვიდ-კლინიკიდან 86-ში დარღვევები გამოვლინდა, რომლებიც ამ დრომდე არ აღმოფხვრილა.


შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდ-სასტუმროები 1-ლი მარტიდან გაუქმდა. 


 businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up