კოვიდი და გრიპი - ფეთქებადსაშიში კოქტეილი, რომელიც ზამთარში გველის

კოვიდი და გრიპი - ფეთქებადსაშიში კოქტეილი, რომელიც ზამთარში გველის

access_time2021-11-11 19:00:46

კაცობრიობას მალე კორონავირუსის მეხუთე ტალღა ელის. როგორ შეთავსდება ის გრიპის ახალ შემოტევასთან, რომელიც ევროპაში და ამერიკაში შეზღუდვების შერბილების ფონზე აუცილებლად იქნება?

 


გასულ წელს გრიპით დაინფიცირება მთელს მსოფლიოში მკვეთად შემცირდა და თითქმის ნულამდე დაეცა - ლოკდაუნი, დისტანცირება, პირბადეების ტარება - ამ ზომებმა კორონავირუსთან ერთად გრიპის გავრცელებაც შეამცირეს.

 


სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ ამ წელს გრიპი განსაკუთრებით მძიმე იქნება. გარკვეულწილად ორგანიზმის იმუნური პასუხი კორონავირუსზე და გრიპზე თითქმის იდენტურია - დაავადების გადატანა ან ვაქცინაცია ორგანიზმს შემდგომი დაინფიცირებისგან კარგად იცავს, თუმცა, იმუნიტეტი ხანმოკლეა.

 


რაც მეტი დრო გადის იმუნიტეტის მიღებასa და განმეორებით დაინფიცირებას შორის, მით უფრო მძიმე შეიძლება იყოს დაავადების მიმდინარეობა.

 


ეს ცხადი ხდება, თუ შევხედავთ, როგორ ურტყამს გრიპი ადამიანებს, რომლებიც იზოლირებულ ადგილებში, მაგალითად, შორეულ კუნძულებზე ცხოვრობენ. ისინი დიდ ხნის მანძილზე გრიპით არ ავადდებიან, თუმცა, დაინფიცირების შემთხვევაში დაავადება უფრო მძიმედ გადააქვთ, სიკვდილიანობა კი მათ შორის საშუალოზე მაღალია.

 



2020 წლის დასაწყისიდან ლოკდაუნების და შეზღუდვების გამო, ჩვენ ყველა ფაქტობრივად შორეული კუნძულებზე ვცხოვრობდით, ამიტომაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის ბუნებრივი იმუნიტეტი გრიპის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად დაეცა.

 


ეს კი ნიშნავს, რომ დაბრუნებული გრიპი გაცილებით მეტ ადამიანს დააზიანებს და ჩვეულებრივზე მეტ მძიმე შედეგებს გამოიწვევს. იგივე სხვა რესპირატორულ ვირუსებსაც ეხება.

 


ფაქტობრივად, დღეს უკვე ასეც არის - ბოლო პერიოდში ბრიტანეთში ვრცელდება ინფორმაცია რესპირატორულიო დაავადებების განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობის თაობაზე. საბედნიეროდ არსებობს გრიპის საწინააღმდეგო საკმაოდ კარგი ვაქცინები, თუმცა, მათი ეფექტურობა არამდგრადია - ვირუსის შტამები უფრო სწრაფად მუტირებენ, ვიდრე ვაქცინები იცვლება.

 


კორონავირუსის პანდემიამდეც ზამთრის გრიპი ევროპაში ჯანდაცვის სისტემაზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა, დღეს კი, როდესაც კლინიკების დიდი ნაწილი კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული, მდგომარეობა უფრო რთული იქნება.

 


გარდა ამისა, არსებობს ორმაგი დაინფიცირების რისკიც - კორონავირუსით დაავადება სხვა ინფექციების ორგანიზმში შეღწევას არ გამორიცხავს. ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდით დაავადებულთა 19% სხვა ინფექციებსაც ატარებდა.

 


 ასევე დადასტურდა, რომ ორმაგი ვირუსის მატარებლებს შორის სიკვდილიანობა უფრო მაღალი იყო, ვიდრე მხოლოდ კორონავირუსით დაავადებულებს შორის. ბრიტანელი ექიმების დასკვნის თანახმად, ორმაგი ინფექციით დაავადებულები ორჯერ ხშირად ხვდებოდნენ რეანიმაციაში, საჭიროებდნენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას და უფრო მეტი იღუპებოდა, ვიდრე მხოლოდ კოვიდით ინფიცირებულები.

 


იმის გამო, რომ გრიპი დღეს უკვე დიდი საფრთხეს წარმოადგენს და დიდი წნეხის გამო, რომელსაც ის ჯანდაცვის სისტემაზე მოახდენს, კოვიდთან ბრძოლა კიდევ უფრო გართულდება. ამიტომაც, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება საჭიროების შემთხვევაში ორმაგ ვაქცინაციას - გრიპზე და კორონავირუსზე დათანხმდეს.

 

 

slate.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up