"კოვიდის ახალი შტამები დაერია საქართველოს" — ამის შესახებ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე წერს.
"კომერსანტი" ექიმის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
"რომელი?! ომიკრონის განშტოებები: XBB, BQ.1, BA.2, BA.4, BA.5, BA.2.75, BA.4.6 და სხვები…
მე რომ გაფრთხილებდით, კოვიდის მორიგი ტალღა ნოემბერში იქნება-მეთქი, ვინ დამიჯერა, ვინ მომისმინა, ვინ მოემზადა?! საპასუხოდ ქილიკი და “ბრძნული” აზრები ბლომად მოვისმინეთ ყველამ…
ასტროლოგებს რომ ეთქვათ, მოემზადეთ, ნოემბერი მძიმე თვე იქნებაო, უფრო დაუჯერებდით მთავრობიდან დაწყებული მარო ბებოთი დამთავრებული. მაგრამ ქართველი ასტროლოგები გაქანებული ანტივაქსერები და შეთქმულების თეორიების “ლობისტები” არიან…
სამწუხაროდ, მერამდენედ დასტურდება ჩემი გაფრთხილება… ერთი და იმავე წრეზე ვტრიალებთ,
ევროპა ზაფხულიდან ემზადებოდა და შედეგსაც ვხედავთ. ინფიცირების ციფრები მაღალია, მაგრამ არავინ ფიქრობს არანაირ შეზღუდვებზე ჯერჯერობით. ისე, მწვანე პასპორტი 1 წლით არის გაგრძელებული.
დღეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა საქართველოში, ბავშვთა საავადმყოფოები და რეანიმაციები გადატვირთულია დიდ ქალაქებშ
საკუთარ თავს მიხედეთ. პირბადე გამოიყენეთ, ვინც ხართ 60 წელს ზევით ქრონიკული პაციენტები
ჯანმრთელობას გისურვებთ
P.S: წყაროებს აღარ ვუთითებ, მაინც არავინ კითხულობს სათაურის ან პირველი წინადადების იქით 2% თუ კითხულობს", — წერს გიორგი ფხაკაძე.