კოვიდის გავრცელების მიუხედავად ჩინეთი იხსნება

კოვიდის გავრცელების მიუხედავად ჩინეთი იხსნება

access_time2022-12-08 19:00:08

COVID-19-ის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მწვავე უკმაყოფილების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლებამ პოლიტიკის შერბილება გადაწყვიტა.

 

იმისდა მიუხედავად, რომ ჩინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ანტიპანდემიური კონტროლია, ქვეყანაში დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ნოემბრის დასაწყისიდან, ქვეყნის ბევრ ქალაქში კარანტინია და მოსახლეობას რეგულარული PCR ტესტების გაკეთება მოეთხოვებათ.  ამ ფონზე, ნოემბრის ბოლოს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში - შანხაიში, პეკინში, გუანჯოუში, ვუჰანში - საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.

 

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ანტიეპიდემიური პოლიტიკის ოპტიმიზაციაზეა საუბარი.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღარ მოხდება კარანტინის თვითნებური გაფართოება მთელ საცხოვრებელ კომპლექსებზე, ქუჩებზე, უბნებსა და დასახლებებზე. ადრე, მრავალმილიონიანი უბანი შესაძლოა ინფექციის რამდენიმე ათეული შემთხვევის გამო ჩაკეტილიყო.

 

PCR ტესტირებას მხოლოდ ისინი გაიკეთებენ, ვინც მუშაობს ან დროებით იმყოფება მაღალი რისკის ზონაში.  ჩინეთის ერთი რეგიონიდან მეორეში მოგზაურობისას PCR ტესტები და ე.წ. ელექტრონული „ჯანმრთელობის კოდები“ საჭირო აღარ იქნება.

 


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ უსიმპტომო პაციენტები და ისინი, ვისაც ვირუსი მსუბუქ ფორმაში აქვთ, საკუთარ სახლებში შეძლებენ დარჩენას და აღარ მოუწევთ ცენტრალიზებულ კარანტინში მკურნალობა;

 

 

კარანტინი და დახურვა აღარ შეეხება აფთიაქებს და აუცილებელი ჯანდაცვის სერვისებს, მაღალი რისკის ზონების გარეთ არ შეიზღუდოს ადამიანების გადაადგილება და არ შეფერხდეს მუშაობა და წარმოება.


 

სამედიცინო პერსონალმა, საზოგადოებრივ უსაფრთხოებაში, ტრანსპორტსა და ლოჯისტიკაში, სავაჭრო და კვების საწარმოებში, ენერგეტიკაში, ელექტროენერგიასა და წყალმომარაგებაში დასაქმებულმა პერსონალმა მკაცრად უნდა შეასრულონ თავისი სამუშაო დამცავ აღჭურვილობაში და აუცილებლად ვაქცინირებული უნდა იყოს.

 

 

იკრძალება შენობებში სახანძრო გასასვლელების და ბინის კარების გადაკეტვა, რათა სასწრაფო დახმარებისა და ექიმებისთვის შენობებში შეუფერხებელი შესვლა იყოს უზრუნველყოფილი. ეს უკანასკნელი, სავარაუდოდ, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძართანაა დაკავშირებული, რომლის დროსაც ქალაქ ურუმჩიში 10 ადამიანი დაიღუპა. სწორედ აქედან აგორდა დიდი საპროტესტო ტალღა ჩინეთში, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 


განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სკოლებმა, სადაც ინფექციის შემთხვევები არ გამოვლენილა, ჩვეულ რეჟიმში უნდა იმუშაონ. იგივე წესი ეხება მაღაზიებს, სასადილოებს, სტადიონებსა და ბიბლიოთეკებს.

 

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა


თეგები:
ჩინეთი COVID-19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up