რა ტენდენციებით გამოირჩეოდა 2022 წელს შრომის ბაზარი საქართველოში. ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ PMC-ის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა ნიკა ბაქრაძემ ისაუბრა.
ნიკა ბაქრაძის თქმით, კვლევით გამოჩნდა, რომ შრომის ბაზრის ეფექტურობა პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია და ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ დამსაქმებლებს დღეს ბევრად უფრო უჭირთ იპოვონ სამუშაო ძალა, ვიდრე პრეპანდემიურ პერიოდში. ეს შეიძლება იყოს ინფლაციის გამო, რადგან სამუშაოს მაძიებლებს ხელფასზე მოთხოვნილება გაეზარდათ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს, ის, რომ გაიზარდა სამუშაო ძალის მიგრაცია. ასევე დასაშვებია, რომ კოვიდმა შეცვალა პროფესიის შერჩევის პრეფერენციები და უფრო გადავიდნენ IT სფეროსკენ და ტრადიციული სფეროები, რაშიც განათლება ჰქონდათ, რაღაც დონეზე მიივიწყეს,“- განაცხადა ნიკა ბაქრაძემ.