კოვიდ-პასპორტები, რომლებიც არავაქცინირებულ პირებს რიგ ადგილებში შესვლას უკრძალავს, შესაძლოა, Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრების დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს ვაქცინაციისადმი წინააღმდეგობის დაძლევაში დაეხმაროს. ასეთია სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგი, რომელიც ექვსი ქვეყნის მონაცემებს ეყრდნობა.
კოვიდპასპორტმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ვაქცინაციის, ვირუსის გადატანის ან ჩატარებული ტესტის პასუხის შესახებ, ვაქცინაციას ხელი ევროპის არაერთ ქვეყანაში შეუწყო.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გერმანიაში კოვიდპასპორტის შემოღებას ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობის გადაწყვეტილებაზე მცირე გავლენა ჰქონდა, ისევე, როგორც დანიაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი იკლებდა.
შეზღუდვებმა ყველაზე უკეთ იმუშავა 30 წლამდე ასაკის ადამიანებზე, რომლებიც აცრაში რისკს ნაკლებად ხედავენ. შვეიცარიაში, როდესაც კოვიდპასპორტები პირველად ღამის კლუბებში და დიდ ღონისძიებების ჩატარების ადგილებში ამოქმედდა, ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა 20 წლის ახალგაზრდებს შორის დაფიქსირდა.
კვლევის თანაავტორები ასკვნიან, რომ კოვიდპასპორტებმა შესაძლოა, წაახალისოს ვაქცინაცია, თუმცა ის საკმარისი არ არის და მასთან ერთად, სხვა პოლიტიკის გატარება აუცილებელია.
საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე პასუხისმგებელმა პირებმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოონ. მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ ამგვარი კომუნიკაციის მნიშვნელობას ჯგუფებში, რომლებიც უმცირესობებს მიეკუთვნებიან.
საქართველოში „მწვანე პასპორტი“ 1 დეკემბრიდან მოქმედებს და გარკვეულ ობიექტებში შესვლა მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ კოვიდ გადატანილი ადამიანებისთვის არ მოქმედებს 6-თვიანი შეზღუდვა და პირს მწვანე სტატუსი ვირუსის გადატანის შემდეგ მუდმივად აქვს.
წყარო: Bloomberg, businessformula.ge