მაღალი ტემპერატურისა და არასაკმარისი თოვლის საფარის გამო, კოხტას სასრიალო არეალი მიმდინარე სეზონზე აღარ იფუნქციონირებს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას M.T.A Bakuriani ავრცელებს.
მათივე განმარტებით, დიდველზე ქარია. საბაგიროები ჩაირთვება ამინდის გაუმჯობესებისთანავე, რაზეც საზოგადოების ინფორმირებას დამატებით მოახდენენ.