კრედიტინფო საქართველო ორგანიზაციებს ახალ სერვისს სთავაზობს

კრედიტინფო საქართველო ორგანიზაციებს ახალ სერვისს სთავაზობს

access_time2021-08-20 14:55:46

საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველო საკუთარ მომხმარებლებს იდენტიფიკაციის ახალ სერვისს სთავაზობს. აღნიშნული პროდუქტი ტექნოლოგიურ კომპანია „ორიენტ ლოჯიკთან“ ახალხან წარმატებით დასრულებული თანამშრომლობის შედეგია. პროექტის ფარგლებში „ორიენტ ლოჯიკის“ გუნდის ჩართულობით წარმატებით დაინერგა იდენტიფიკაციის სერვისი Red Hat-ის Single Sign On გადაწყვეტილების გამოყენებით.


კრედიტინფოს იდენტიფიკაციის სერვისი კლიენტების იდენტიფიკაციასა და დისტანციური სერვისების განვითარებაში დაეხმარებათ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი რესურსები იდენტიფიკაციის დამოუკიდებელი გადაწყვეტილების დასანერგად, ან სურთ იდენტიფიკაციის ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება მომხმარებლებისთვის, ბიზნესის უწყვეტობისა თუ სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული სერვისი ეფუძნება „ჩემი კრედიტინფოს“ არსებულ სისტემას და იყენებს მასში რეგისტრირებულ მონაცემებს. შეგახსენებთ, რომ „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისით შესაძლებელია საკუთარი საკრედიტო ინფორმაციის გადამოწმება.


მომხმარებლისთვის გამარტივდება სხვადასხვა სერვისით სარგებლობა, რადგან არ იქნება საჭირო დამატებითი ანგარიშების (account) შექმნა და მართვა - ჩემი კრედიტინფოთი შესვლის ფუნქცია იქნება ხელმისაწვდომი იმ ვებგვერდზე, რომელიც გადაწყვეტს მომხმარებლების იდენტიფიკაციას „ჩემი კრედიტინფოს“ სერვისის საშუალებით. ეს შესაძლებლობას მისცემს  „ჩემი კრედიტინფოს“ მომხმარებელს, გაიაროს მარტივი და უსაფრთხო ავთენტიფიკაცია სხვადასხვა ვებგვერდზე.

 

ლაშა ბაღათურია, „კრედიტინფო საქართველოსბიზნესის განვითარების მენეჯერი



მსოფლიოში მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე ბიურო მუდმივად ცდილობს დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები. იდენტიფიკაციის სერვისი კი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვნერგავთ ისეთ ინფრაქტრუქტურას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შევქმნათ უსაფრთხო, ღია და გამოცდილ ტექნოლოგიებზე აგებული ინტერფეისი, რომელიც ჩვენი არსებული სერვისების მეტად განვითარების საშუალებას მოგვცემს.


კომპანია „ორიენტ ლოჯიკთან“ ეს ჩვენი უკვე მეორე კოლაბორაციაა, „ჩემი კრედიტინფოს“ ახალი გადაწყვეტილების შექმნის შემდეგ. ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა თავისთავად გულისხმობს სამომავლოდ კიდევ მეტ ერთობლივ პროექტს.

 

ვასილ გრიგალაშვილი, „ორიენტ ლოჯიკისპროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების მიმართულების დირექტორი

 

მუდმივად მზარდ, დინამიურ გარემოში თითოეული ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს დისტანციური სერვისების გამართულ და უწყვეტ მუშაობას. ორიენტ ლოჯიკი არის Red Hat-ის უმაღლესი - პრემიერ სტატუსის მქონე ბიზნეს პარტნიორი რეგიონში, ეს სტატუსი შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს გავუწიოთ საუკეთესო სერვისი წარმატებული ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. მოხარულები ვართ, რომ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს გუნდთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა წარმატებით განგვეხორციელებინა  იდენტიფიკაციის სერვისის პროექტი, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციას არსებული სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაში. გვჯერა რომ კრედიტინფო საქართველოსთან ჩვენი წარმატებული კოლაბორაცია მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას შექმნის, შესაბამისად გვჯერა რომ ერთობლივად განვახორციელებთ კიდევ არაერთ მასშტაბურ პროექტს.

 

(R)



თეგები:
კრედიტინფო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up