„კრედო ბანკი“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა

„კრედო ბანკი“ „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა

access_time2021-07-07 17:05:04

„კრედო ბანკმა“ FINCA Microfinance Cooperatief U.A.-თან აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რითაც იგი „ფინკა ბანკი საქართველოს“ აქციების 100% წილის მფლობელი გახდა. ამის შესახებ „ერკდოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი

 

ბანკის ცნობით, ტრანზაქცია სრულიად შეესაბამება კრედო ბანკის მისიას, უზრუნველყოს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეთა მდგრადი ფინანსური სერვისებით მომსახურება და ქმნის დიდი სინერგიის შესაძლებლობას. ამ ტრანზაქციის შედეგად, კრედო  ბანკი ხდება რიგით მეექვსე ბანკი საქართველოში აქტივებისა და საკრედიტო პორტფელის მოცულობით.

 

“სიამოვნებით მინდა დავადასტურო გარიგების წარმატებით დასრულება. მოუთმენლად ველით ფინკა ბანკის მომხმარებლებსა და კვალიფიციურ თანამშრომლებს კრედო ბანკში, სადაც 24 წლიანი გამოცდილებით, ერთგულად განვაგრძობთ მომხმარებელზე ორიენტირებული სრული საბანკო პროდუქტების შეთავაზებას. კრედო ბანკის ციფრული არხები შესაძლებლობას მისცემს ახალ მომხმარებლებს მიიღონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება. ამავდროულად, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ჩვენს აქციონერებს და პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს გარიგებას“, - აღნიშნა „კრედო ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა ფირცხელავამ.


 

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადასტურა კრედო ბანკის განაცხადი ფინკა ბანკი საქართველოს 100% წილის შეძენის თაობაზე. მიუხედავად აქციონერის ცვლილებისა, მიკრო სეგმენტზე ორიენტირებულობა და ღირებულებები არ იცვლება. კრედო ბანკს, ისევე როგორც ფინკა ბანკ საქართველოს, ჰყავს საერთაშორისო, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე აქციონერები და განვითარებაზე ორიენტირებულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.   ბანკს ექნება ყველა საჭირო რესურსი და შესაძლებლობა უზრუნველყოს ციფრული ტექნოლოგიების მდგრადი განვითარება რათა მომხმარებლებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესთავაზოს უფრო მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტები და მომსახურება“, - ამბობს ანდრე სიმონი, „ფინკა იმპაქტ ფაინენსის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

 

აღნიშნულ ტრანზაქციასა და ბანკის სამომავლო განვითარებას მხარი დაუჭირა საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტმა - პროპარკომ (Groupe Agence Française de Développement). ის გერმანულ Access Microfinance Holding AG-თან, ჰოლანდიურ Triodos Investment Management და შვეიცარიულ responsAbility Investments AG-თან ერთად კრედო ბანკის აქციონერთა რიგს შეუერთდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up