ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2022 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, „კრედო ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 3 თვეში ეს მონაცემი 11,228,458 ლარი იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 5,465,430 ლარი.
2022 წლის I კვარტლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, „კრედო ბანკის“ მოგებამ 7,362,086 ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი წმინდა მოგება კი 7,530,834 ლარი იყო.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში „კრედო ბანკის“ მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა 77,897,212 ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა არასაპროცენტო შემოსავლებმა 19,148,734 ლარი.
2022 წლის I კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,786,831,510 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 1,574,901,870 ლარი შეადგინა.