ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, „კრედო ბანკის“ ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში ეს მონაცემი 18,973,506 ლარი იყო, ხოლო 2019 წლის შესაბამის პერიოდში 9,317,971 ლარი.
2020 წლის III კვარტალი „კრედო ბანკმა“ 5,112,675 ლარის მოგებით დაასრულა, ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც მოგებაზე გავიდა და მისი წმინდა მოგება 17,750,855 ლარი იყო.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში „კრედო ბანკის“ მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა 140,336,358 ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა არასაპროცენტო შემოსავლებმა 35,889,448 ლარი.
2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, ბანკის მთლიანმა აქტივებმა 1,306,951,768 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 1,162,625,553 ლარი შეადგინა.